საშვილოსნოს ყელის წყლული

კითხვა: გამარჯობა. საშვილოსნოს ყელზე მაქვს წყლული. 2 წლის უკან წამლებით გამიქრო გინეკოლოგმა. ეხლა კიდევ გამოვიდა და მინდა მოვიწვა დენით. ისევ გინეკოლოგს მივმართო თუ სხვა ექიმს? გმადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით!
საშვილოსნოს ყელის ეროზია (წყლული) საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის დეფექტია, რომელიც მის საშოსმხრივ ნაწილზეა განლაგებული. როდესაც აქ არსებული ბრტყელი მრავალშრიანი ეპითელიუმი ამა თუ იმ მიზეზით დისტროფიულ ცვლილებებს განიცდის და ჩამოიფრცქვნება, დაზიანებულ ზედაპირზე ჩნდება დეფექტი, წყლული, რომელსაც ეროზიას უწოდებენ. მკურნალობის ტაქტი აუცილებლად ექიმმა უნდა განსაზღვროს.
შემოგთავაზებთ გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციას, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, ვიზიტისას შეფასდება თქვენი ზოგადი მდგომარეობა და ექიმი–გინეკოლოგი დაგეგმავს თქვენთან ერთად მკურნალობის მეთოდს.
უფასო კონსულტაციისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა