სისხლის ჯგუფების განსაზღვრა

კითხვა: თუ ორივე მშობელს პირველი უარყოფითი სისხლის ჯგუფი აქვს,შვილებს რომელი ჯგუფის სისხლი ექნებათ სავარაუდოდ. გმადლობთ
პასუხი:


მოგესალმებით,
არსებობს შემდეგი სისხლის ჯგუფები:
0 (პირველი ჯგუფის);
A (მეორე ჯგუფის);
B (მესამე ჯგუფის);
AB (მეოთხე ჯგუფის);
ეს გახლავთ ცხრილი რის მიხედვითაც შეძლებთ დაადგინოთ თქვენი შვილის სისხლის სავარაუდო ჯგუფი :
თუ მშობლები არიან პირველი ჯგუფის სისხლის მატარებლები, მათ შვილს შესაძლოა ჰქონდეს პირველი ჯგუფის სისხლი.
თუ მშობლები არიან მეორე ჯგუფის სისხლის მატარებლები, მათ შვილს შესაძლოა ჰქონდეს მეორე ან პირველი ჯგუფის სისხლი.
თუ მშობლები არიან მეორე და მესამე ჯგუფის სისხლის მატარებლები, მათ შვილს შესაძლოა გამოუვლინდეს არსებული ოთხი ჯგუფიდან ნებისმიერი – პირველი, მეორე, მესამე ან მეოთხე ჯგუფის სისხლი ( -0 (I), A (II), B (III), AB (IV) ) .
თუ მშობლები არიან მეორე და მეოთხე ჯგუფის სისხლის მატარებლები, მათ შვილს შესაძლოა ჰქონდეს მეორე, მესამე ან მეოთხე ჯგუფის სისხლი.
თუ მშობლები არიან მეორე და პირველი ჯგუფის სისხლის მატარებლები, მათ შვილს შესაძლოა ჰქონდეს მეორე ან პირველი ჯგუფის სისხლი.
თუ მშობლები არიან მესამე ჯგუფის სისხლის მატარებლები, მათ შვილს შესაძლოა ჰქონდეს მესამე ან პირველი ჯგუფის სისხლი.
თუ მშობლები არიან მესამე და მეოთხე ჯგუფის სისხლის მატარებლები, მათ შვილს შესაძლოა ჰქონდეს მეორე, მესამე ან მეოთხე ჯგუფის სისხლი.
თუ მშობლები არიან მესამე და პირველი ჯგუფის სისხლის მატარებლები, მათ შვილს შესაძლოა ჰქონდეს მესამე ან პირველი ჯგუფის სისხლი.
თუ მშობლები არიან მეოთხე ჯგუფის სისხლის მატარებლები, მათ შვილს შესაძლოა ჰქონდეს მეორე, მესამე ან მეოთხე ჯგუფის სისხლი.
თუ მშობლები არიან მეოთხე და პირველი ჯგუფის სისხლის მატარებლები, მათ შვილს შესაძლოა ჰქონდეს მეოთხე ან პირველი ჯგუფის სისხლი.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა