ოპერაციის შემდგომი პერიოდი

კითხვა: გავიკეთე ნაღველის ოპერაცია და ხშირად მტკივა ნაღველის ადგილი რისი მიზეზია ნაწიბურების ბრალია თუ რა ხდება?
პასუხი:

მოგესალმებით,
არსებობს ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის ორი მეთოდი:
ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია, ეს არის ყველაზე ხშირი მეთოდი. ამ დროს იყენებენ პატარა კამერას და ქირურგიულ ინსტრუმენტებს, რომლებიც შედიან მუცელში კანზე გაკეთებული პატარა განაკვეთების გავლით (ინციზია).
ღია ქოლეცისტექტომიის დროს აკეთებენ განაკვეთს მუცლის არეში და აქედან კვეთენ ნაღვლის ბუშტს. ამ ტექნიკას ეწოდება ღია ქირურგიული ოპერაცია.
ლაპარასკოპიასთან შედარებით, იგი არის უფრო ინვაზიური პროცედურა. ოპერაციის შემდეგ აუცილებელია დარჩეთ კლინიკაში უფრო მეტი ხნის განმავლობაში და გამოჯანმრთელებასაც უფრ ო დიდი დრო დასჭირდება.
ორივე მეთოდი - ლაპაროსკოპია და ღია ქირურგიული ოპერაცია არის უსაფრთხო პროცედურა, ორივე ხასიათდება გართულებების დაბალი რისკით.
ყველაზე ხშირი გართულება არის განაკვეთის ადგილზე ინფექციის შეჭრა, ეს ხდება 15- დან ერთ შემთხვევაში.
შეიძლება ტკივილი გამოწვეული იყოს, სადინარში დარჩენილი კენჭის გამო. ეს საჭიროებს შემდგომი ქირურგიული ჩარევით კენჭების ამოღებას.
დისტანციურად, თუ რამ გამოიწვია ტკივილი ან ზუსტად რა გტკივათ, პასუხის გაცემა შეუძლებელია.
მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა