ხმაური ყურებში

კითხვა: გამარჯობა. ვარ 37 წლის უკვე 8 თვეა მაქვს ყურებში ხმაური. ისე როგორც პულსი ცემს.ვიყავი ყელ-ყურის ექიმთან და გაციების შემდეგ იცისო.ეხლა მაინტერესებ ვისთან მივიდე და საშიშია თუ არა?
პასუხი:

მოგესალმებით,
მსგავსი შეკითხვით ხშირად მოგვმართავენ ჩვენი პაციენტები. როგორც სხვა დროს, ამჟამადაც უნდა გიპასუხოთ, რომ ყურებში ხმაური მრავალ მიზეზთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. მაგალითად: ყურის ანთება , გოგირდოვანი საცობი , უცხო სხეული სასმენ მილში , სასმენი ნერვის დაზიანება , ასაკობრივი ცვლილებები.
გარდა ამისა, ყურებში ხმაური შეიძლება გამოიწვიოს თავის ტრავმამ, თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზმა, კისრის მალების ოსტეოქონდროზმა; თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევამ, არტერიულმა ჰიპერტენზიამ .
ყურებში ხმაური ხშირად მოპულსირე ხასიათისაა. უმეტესად მას თან ახლავს თავის ტკივილი .
ყურებში ხმაური ასევე შეიძლება გამოიწვიოს : ათეროსკლეროზმა, გულის უკმარისობამ, ზოგიერთმა მედიკამენტმა, ოსტეოქონდროზმა, სტრესმა და ნევროზმაც კი.
მკურნალობა, გამომწვევ ფაქტორზეა დამოკიდებული, ამიტომ მის დაწყებამდე ხმაურის მიზეზი უნდა გაირკვეს, რაც დისტანციურად ფიზიკურად შეუძლებელია.
როგორც მოგვითხრობთ, ბრძანდებოდით ყელ–ყურის ექიმთან და სავარაუდოდ გამოირიცხა, ოტო–რინო–ლარინგოლოგიური პრობლემები.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ პარასკევს.
უშუალო კონსულტაციისას, ექიმი შეკრებს ანამნეზს და თუ თქვენი სიმპტომები არ იქნება ნევროლოგიური პრობლემებიდან გამომდინარე, შესაძლებელია კონსულტაციისას გადაგამისამართოთ სხვა სპეციალისტთან.
გაცნობებთ, რომ აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა