კითხვა: მყავს 10 წლის შვილი,1000 მგ-იანი ომეგა-3 თუ შეიძლება მისთვის თუ დიდი დოზაა?
პასუხი:
მოგესალმებით!
ომეგა–3 წარმოადგენს, თევზის ქონის ჟელატინს, გლიცერინსა და დისტილირებულ წყალს.
პრეპარატი უკუნაჩვენებია პირებისათვის მომატებული მგრძნობელობით მოცემული პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ, სიფრთხილით მიიღება დიაბეტის ან სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემების დროს. ქრონიკული დაავადებების ან ხანგრძლივი მედიკამენტური მკურნალობის შემთხვევაში.
აუცილებელია კონსულტაციის გავლა ექიმთან, საკვები დანამატის მიღების შესახებ.
მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის პაციენტებს.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას !