სათესლე ჯირკვლის პრობლემები

კითხვა: გამარჯობა, მესაჭიროება დახმარება რამოდენიმე წლის უკან მქონდა კვერცხებზე პრობლემა ვარ ეხლა 21 წლის მაქვს ტკივილები ვიმყოფები საზღვარ გარეთ ძაან შეუძლოდ ვგრძნობ თავს და მეშინია რამჭირს არ ვიცი ძაან ტკივილები მაქვს კვერცხების და ქალთან მიკარებაც კი მიჭირს ნუ ძაან შეშინებული ვარ გთხოვთ სჰემეხმიანეტ
პასუხი:

მოგესალმებით! სათესლე ჯირკვალი მამაკაცის სქესობრივ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს რომ ასრულებს, ყველამ ვიცით, მაგრამ დაავადებისგან, სამწუხაროდ, არც ერთი ორგანო არ არის დაზღვეული და ამ ჯირკვალშიც შეიძლება პრობლემამ იჩინოს თავი. საქმე ზოგჯერ სპერმატოგენეზის დაქვეითებამდე ან სქესობრივი აქტის თანმხლებ დისკომფორტამდეც კი მიდის, თუმცა გამოსავალი უმეტესად კეთილსაიმედოა და მკურნალობის შემდეგ პაციენტი სრულფასოვან ცხოვრებას აგრძელებს, ამიტომ გირჩევთ ნებისმიერი სიმპტომის შემჩნევისთანავე მიმართოთ სპეციალისტს. დროული მკურნალობა გამოჯანმრთელების საწინდარია. ტკივილის ერთ–ერთი სიმპტომია ვარიკოცელე – სათესლე ჯირკვლის ვენების ვარიკოზული გაგანიერება. ვარიკოცელე უმეტესად მარცხენა სათესლეზე გვხვდება, ვინაიდან მისი ვენა მართი კუთხით უერთდება მარცხენა თირკმლის ვენას, განსხვავებით მარჯვენა სათესლის ვენისგან, რომელიც მახვილი კუთხით პირდაპირ ქვედა ღრუ ვენას ერთვის (რაც იმას ნიშნავს, რომ ვენა სისხლის დინების მიმართულებით ერთდება), არსებობს კიდევ სხვა მიზეზებიც რაც შეიძლება იწვევდეს ტკივილს, რისი დადგენაც მხოლოდ ექიმთან ვიზიტის და შესაბამისი კვლევების ჩატარების შემდგომაა შესაძლებელი. მიმართეთ  რომელ ქვეყანაშიც ბრძანდებით, იმ ქვეყნის/ქალაქის უროლოგს, საქართველოში ჩამობრძანებისას თუ ეს პრობლემა კვლავ აქტუალური იქნება, შეგვიძლია შემოგთავაზოთ უფასო კონსულტაცია ჩვენს უროლოგთან და თუ დაგჭირდებათ ექოსკოპიაც ჩაგიტარდებათ უფასოდ, რისთვისაც აუცილებლია ჩაწერა წინასწარ  ნომერზე: 577 119 119 ან 2 02 25 25. გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით , გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა