უსიამოვნო სუნი

კითხვა: გამარჯობა. რამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო სუნი ასოზე ?
პასუხი:

მოგესალმებით,
მამაკაცის სასქესო ორგანოზე, აღნიშნული ჩივილები შესაძლოა გამოიწვიოს როგორც მარტივმა, ისე სერიოზულმა მიზეზებმა. მაგალითად, პირველ რიგში ჰიგიენის ნაკლებობამ, ვენერიულმა ( გონორეა, სიფილისი, ტრიქომონიაზი, ქლამიდია) , ინფექციურმა ( ბალანიტი) დაავადებებმა და ა.შ.
გამომწვევის დიაგნოსტირებისათვის, აუცილებელია პაციენტმა ჩაიტაროს ნაცხის ბაქტერიოლოგიური ანალიზი, რომლის პასუხის საფუძველზეც, შეირჩევა მკურნალობა.
პაციენტს შეუძლია მობრძანდეს ჩვენს კლინიკაში უროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა