კითხვა: 3 წლის შვილიშვილი მყავს და ვირუსმა ნახველი დაუტოვა და ვერ ამოაქვს არ არსებობ რაიმე წამალი რომელიც ნახველს ჭრის რომ მომწეროთ და რა დოზით მივცე.
პასუხი:
მოგესალმებით,
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამ ასაკში ნებისმიერი ამოსახველებელი საშუალება უმჯობესია ბავშვის გასინჯვის შემდგომ პედიატრის დანიშნულებით მისცეთ.
ამიტომ, თავი აარიდეთ ბავშვისთვის დამოუკიდებლად მედიკამენტების დანიშვნას.
მიმართეთ უბნის პოლიკლინიკის პედიატრს, ან ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !