მოგესალმებით!
რთულია დისტანციურად ზუსტად გიპასუხოთ, თუმცა შევეცდებით დაგეხმაროთ.
ნევრიტი ანთებითი დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება ერთი (ლოკალური ნევრიტი) ან რამდენიმე პერიფერიული (პოლინევრიტი) ნერვი.
ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ სახის ნერვის, შუა ყურის ნერვის, თვალის მამოძრავებელი ნერვის, ენისქვეშა ნერვის, ენა-ხახის ნერვის, ცდომილი ნერვის, საჯდომი ნერვის, იდაყვისა და თეძოს ნერვის ნევრიტებს. არსებობს დიაფრაგმის ნერვის ნევრიტიც.
სმენის ნერვის ნევრიტის დროს სუსტდება სმენა, აღინიშნება ყურების შუილი. სასმენი ნერვის ნევრიტი შეიძლება განვითარდეს როგორც შუა ყურის ანთების, ასევე ორგანიზმში ოტოტოქსიკური ნივთიერების (გენტამიცინი, სტრეპტომიცინი) მოხვედრის შედეგად.
ყოველგვარი სახის ნევრიტისთვის დამახასიათებელია ტროფიკული, სისხლძარღვოვანი, მამოძრავებელი დაზიანებანი, მგრძნობელობის დაქვეითება, კუნთების ატროფია.
ნევრიტის პირველი ნიშანი შეიძლება იყოს ტკივილი და დაბუჟება. ტკივილი შეტევისებურია, თუმცა ყრუ, ძლიერდება დაზიანებული ნერვის საინერვაციო არის გასწვრივ.
მდგომარების გაუარესების თავიდან ასაცილებლად და დიაგნოსტირებისათვის გირჩევთ მიმართოთ პირველ რიგში ექიმს. შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო-რინოლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც უშუალო ვიზიტისას შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ გამოკვლევებს, დასვამს ზუსტ დიაგნოზს და თქვენთან ერთად დაგეგმავს მკურნალობის შემდგომ მეთოდს. ვიზიტისას შესაძლოა მკურნალობაში ჩაერთოს ნევროლოგიც.
ჩვენი საკონტაქტო ნომერია 577 119 119 და 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა. ყურის მიდამო მაქვს რაღაცნაერად დაბუჟებული. თითქოს სისხლი არ მოძრაობს, ხელს რომ მოვკიდებ იმდენად ვერ ვგრძნობ, რამდენადაც მეორე ყურთან. დღეს ბიიბილოს დაბლა და ყურის შიგნით მიფეთქავს. არის თუ არა საშიში?
პასუხი: