კითხვა: გავიკეთე საკეისრო კვეთა 24.02.2017. ბავშვი მყავდა ბუნებრივ კვებაზე და ახლაც ვაწოვებ.მენსტრუაცია არ მომსვლია ჯერ კიდევ.ორსულობა გამორიცხულია.რისი ბრალი შეიძლება იყოს და საშიში ხომარაა? და რა გამოკვლევები უნდა ჩავიტარო?
პასუხი:
მოგესალმებით,
მოგახსენებთ რომ იმ მომენტში, როცა ბავშვი ძუძუთი იკვებება, პროლაქტინის სეკრეცია ინტენსიფიცირდება, ხოლო კვებათა შორის დროის გაზრდის შემთხვევაში – ეცემა. ამიტომ, როგორც წესი, სანამ ქალი ბავშვს მხოლოდ ძუძუთი კვებავს, პროლაქტინი საერთოდ ახშობს ოვულაციას – აღმოცენდება ლაქტაციური ამენორეა (მენსტრუაციის არქონა ლაქტაციის პერიოდში).
ამენორეის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული.
პრევენციის მიზნით შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !