ბაქტერიული ვაგინოზი

კითხვა: გამარჯობათ გინეკოლოგთან კონსულტაცია რა ღირს დაახლოებით? დიდი აკბათობით მაქვს ინფექციური ვაგინოზი, დაა ამისი მკურნალობის მიახლოებითი თანხაც მაინტერესებს
პასუხი:

მოგესალმებით!
ბაქტერიული ვაგინოზი არის ვაგინის ანთების ფორმა, რომლის დროსაც ვაგინის ნორმალურ ფლორაში არსებული ერთი ან რამოდენიმე ტიპის ბაქტერია ჭარბად მრავლდება. ქალებს ბაქტერიული ვაგინოზი ძირითადად ნაყოფიერების ასაკში ემართებათ, თუმცა ეს მდგომარეობა შესაძლოა ნებისმიერი ასაკის ქალბატონს აღმოაჩნდეს. ექიმებმა დაავადების ზუსტი მიზეზი არ იციან, თუმცა ზოგიერთი მოქმედება ვაგინოზის რისკს ზრდის, მაგალითად– დაუცველი სექსუალური კავშირი. ბაქტერიული ვაგინოზის სიმპტომებია:

1. ვაგინალური თხელი გამონადენი, რომელსაც აქვს მონაცისფრო, თეთრი ფერი

2. უსიამოვნო სუნის მქონე ვაგინა

3. ქავილი ვაგინის არეში

4. წვის შეგრძნება შარდვის დროს

5. ქალების დიდ ნაწილს ბაქტერიული ვაგინოზის დროს სიმპტომები საერთოდ არ აღენიშნება

გაცნობებთ, რომ ჩვენს კლინიკაში, მიმდინარეობს აქცია, რომლის ფარგლებში გთავაზობთ სრულ გინეკოლოგიურ გამოკვლევებს , კერძოდ:
1. გინეკოლოგის კონსულტაცია
2. საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპია
3. მცირე მენჯის გამოკვლევა
4. კოლპოსკოპია
5. პაპ–ტესტი
აღნიშნული აქცია ძალაშია ყოველ ოთხშაბათს, წინასწარი ჩაწერით შემდეგ საკონტაქტო ნომერზე–577 119 119 ან 202 25 25. ღირებულება 75 ლარი. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა