მოგესალმებით,
დისტანციურად, უშუალო ვიზიტისა და გასინჯვის გარეშე ზუსტ დიაგნოზს ვერ დაგისვამთ.
შესაძლოა, ისევ ნეკნთა შუა ნევრალგიასთან გვქონდეს საქმე.
ნეკნთაშუა ნევრალგიის სინდრომი წარმოადგენს ნეკნების პროექციაში გულმკერდის არის გარშემოვლით მწვავე ტკივილს.
წარმოშობით ეს ტკივილები ნეკნთაშუა ნევრალგიის დროს შეიძლება იყოს ვირუსული ან ტრავმული ხასიათის.
გულმკერდის ტრავმული დაზიანებები, რომლებსაც ნეკნთაშუა ნერვის გარსების კომპრესია ან გაღიზიანება მოსდევს, ვლინდებიან მწვავე ლოკალური ან გარშემოვლითი ტკივილით ნეკნთაშუა არეში. ეს ტკივილი შეიძლება ნეკნთაშუა ნერვის დაზიანების მხრიდან გადაეცეს მკერდში.
ხერხემლის გულმკერდის არის ტკივილის და ნეკნთაშუა ნევრალგიის დიაგნოზზე ეჭვის შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს ხერხემლის სვეტის გულმკერდის ნაწილის დამატებითი რადიოლოგიური კვლევები .
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ნევროლოგ ნანა ღვალაძესთან, სამუშაო დღეებში დილის 10 საათიდან, საღამოს 5 საათამდე,
შეფასდება თქვენი ზოგადი მდგომარეობა, დადგინდება გამომწვევი მიზეზი, შესაძლებელია მკურნალობაში ჩაერთოს სხვა სპეციალისტიც.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა.1 შეკითხვა მაქვს და წინასწარ მადლობა დიდი პასუხისთვის ნეკნებს შუა მაქვს ტკივილი ხელს რო ვიდებ მტკივა ადგილას უფრო მტკივა რამოდენიმე წუთში მივლის და შეიძლება სხვა ადგილას ამტკივდეს ძირითადად მკერდის გასწვრივ იღლიის ქვეშ.ბავშვობაში მქონდა ნეკნთა შუა ნერვის ანთება და მახოვს საშინლად მტკიოდა და ეხლა ესე არ მტკივა უფრო ხელის დადება.მტკივა რისი ბრალი შეიძლება რომ იყოს?
პასუხი: