დაბალი პულსური წნევა

კითხვა: გამარჯობა, ვარ 20 წლის მაქვს ხშირი თავბრუსხვევა წნევები მითამაშებს ხშირად გულზე ჩხვლეტები გუშინ წნევა 100–90ზე მქონდა და რისი ბრალი შეიძლება იყოს ხშირად მითამაშებეს წნევები და რამდენად საშიშია?
პასუხი:

მოგესალმებით,

არტერიული წნევის ცვლილებას, როდესაც ის მყარად მომატებულია, არტერიული ჰიპერტენზია ჰქვია, მის მყარ დაქვეითებას კი არტერიულ ჰიპოტენზიად მოიხსენიებენ.

დასაწყისში წნევის მყარი ცვლილება თითქმის ყოველთვის შეგუებით-თავდაცვითი რეაქციაა, რომელიც მოსალოდნელი პათოლოგიური პროცესის ჩამოყალიბებაზე მიგვანიშნებს.

ზოგადად, ნორმაში პულსური წნევა (სხვაობა სისტოლურ და დიასტოლურ წნევებს შორის) მოსვენებულ მდგომარეობაში 35-50 ვწს შეადგენს. უფრო დაბალი პულსური წნევა, თუ მას მუდმივი ხასიათი აქვს პათოლოგიაა. თუ თქვენ სწორად ზომავთ წნევას და სხვაობა მხოლოდ 10 არის , ცხადია , ფრიად საყურადღებოა .

გასათვალისწინებელია, რამდენად სწორად იზომავთ წნევას, იდეალურ შემთხვევაში , არ უნდა გქონდეთ მოშარდვის სურვილი, ცოტა ხნით ადრე ადგილი არ უნდა ჰქონდეს საკვებისა და კოფეინის მიღებას, თამბაქოს მოწევას ან ვარჯიშს, ასევე რეკომენდებულია წნევის გაზომვამდე  სულ მცირე 5 წუთის მანძილზე დასვენება.

სასურველია პირველ რიგში გამოირიცხოს კარდიოლოგიური პრობლემები, ამიტომ გირჩევთ მიმართოთ კარდიოლოგს.

შეგვიძლია შემოგთავაზოთ, ჩვენს კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში,  სრულ კარდიოლოგიურ გამოკვლევაზე ფასდაკლება, დეტალური ინფორმაციისათვის მიჰყევით ბმულს: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე  577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა