ურეთეროლითიაზი

კითხვა: გამარჯობა, ხშირად მაწუხებს კენჭოვანი შეტევები. რაც გაუსაძლის ტკივილებს იწვევს. ვსვავ გამაყუჩებლებს და რამოდენიმე საათში ან დღეში იშლება და გამოდის. ეს ხდება სისტემატიურად.წონითაც ვარ 120 კილო რაც ვერა და ვერ დავიკელი. თუ არის რაიმე საშვალება რომ უმტკივნეულოდ გამოიდევნოს ეს ნივთიერება ორგანიზმიდან.მითხრეს სილის გამოდევნას იწვევს ან საკვები ან მოძრაობაო და რამდენად სიმართლეა.თვითნებური დიეტებით ვერც ვიკლებ და ტკივილებიც მეწყება. რაიმე წამლები თუ არსებობს ისეთი რომელიც უმტკივნეულოდ გამოდევნის ორგანიზმიდან.ან თუ არსებობს რაიმე სახის დიეტა ამისათვის. წინასწარ უღრმესი მადლობა. თირკმელში ილექება და იკრავს კენჭად თავს. იწვევს მაღალ არტერიულ წნევას. ღებინებას და საშინელ გაუსაძლის ტკივილებს.
პასუხი:

მოგესალმებით,
ურეთეროლითიაზი (შარდსაწვეთის კენჭი) , შარდ–კენჭოვანი დაავადების ერთ–ერთი ყველაზე ხშირი ფორმაა. ჩვეულებრივ, კონკრემენტები (კენჭები) თირკმელებიდან ხვდება შარდსაწვეთში, რაც იწვევს ძლიერ შეტევით ტკივილს (თირკმლის ჭვალი). ხშირად კენჭები შარდსაწვეთის მთლიან სიგრძეზე თანაბრადაა განლაგებული, რაც ართულებს შარდის დინებას.
თირკმლის ჭვალი როგორც წესი, უეცრად წარმოიქმნება. ტკივილს აქვს შეტევითი ხასიათი გამწვავებისა და მიყუჩების პერიოდებით.
შარდსაწვეთის კენჭების მკურნალობის სქემის არჩევა, მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. აქ გასათვალისწინებელია კენჭების ზომები, განლაგება და თავისებურება, შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზის შედეგების შესაბამისად, ინიშნება ანტიბაქტერიული თერაპია .
გირჩევთ, თავი აარიდოთ თვითნებურ და „მეგობრულ“ დიეტებს, ამით მხოლოდ ავნებთ ან გაიუარესებთ ჯანმრთელობის მდგომარეობას, დიეტა და პრეპარატები ინიშნება მხოლოდ სპეციალისტის მიერ და არის ინდივიდუალური.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში უროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და დაგენიშნებათ თქვენზე მორგებული მკურნალობა. თუ გადაწყვეტთ მობრძანებას, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
უროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა ხუთშაბათი, წინასწარი ჩაწერა აუცილებელია ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა