მოგესალმებით,
დისტანციურად თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია, სავარაუდოდ პატარას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, ნაღვლის ბუშტში არსებული კენჭი შესაძლოა სადინარში გაიჭედოს. ამის შედეგად სადინარი იხშობა, ნაღველი იქიდან ვეღარ გადის და ბუშტშივე გროვდება.
ირღვევა კვება, რაც ტკივილით იჩენს თავს. დროთა განმავლობაში შესაძლოა განვითარდეს ჩირქოვანი ანთება, შემდეგ განგრენა ჩამოყალიბდეს და ნაღვლის ბუშტმა პერფორაცია განიცადოს. ამით არის საშიში მწვავე კალკულოზული ობტურაციული ქოლეცისტიტი, რომელიც ნაღველკენჭოვანი დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმაა.
არსებობს მკურნალობის რამდენიმე შესაძლო ვარიანტი, ძირითადად ინტერვენციული (ქირურგიული) და თერაპიული მეთოდები.
თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებლად უნდა მიმართოთ ქირურგს, რომელიც განსაზღვრავს საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას და დაგეგმავს მკურნალობის მეთოდს.
გაცნობებთ, რომ კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში სპეციალისტთან უფასოდ შეძლებთ ვიზიტს, ყოველ ხუთშაბათს და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა, ვარ 24 კვირის ორსული, ნაღვლის ბუშტში აღმომაჩნდა 3,4-სმ ქვა. მაინტერესებს ბავშვს რაიმე საფრთხე ხომ არ ემუქრება?
პასუხი: