მოგესალმებით,კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი გამოირჩევა კლინიკური სიმპტომების მრავალფეროვნებით, რაც ხერხემლის ამ მონაკვეთის ანატომიური აგებულების თავისებურებით აიხსნება. კისრის არეში გადის უამრავი სისხლძარღვი და ნერვი, რომლებიც კვებავს კისრის, თავის ქალასა და სახის ქსოვილებს.
გარდა ამისა, კისრის არეში მალები მჭიდროდ ეკვრის ერთმანეთს და მცირე პათოლოგიური ცვლილება ან ზედმეტი დატვირთვა მთელი ნაწილის ფუნქციის მოშლას იწვევს.
კისრის ოსტეოქონდროზის სიმპტომებია:
· ტკივილი კისერში, კეფაზე, მხრებში და ხელებში ძლიერდება ხელის მინიმალური დატვირთვის, ხველის, ცემინების დროს; · ხრაშუნი და ტკივილი კისრის მოდუნების და თავის დახრის დროს; · დაბუჟება ხელებსა და ფეხებში; · თავის ტკივილი, რომელიც ჩვეულებრივ იწყება კეფიდან და ვრცელდება თხემსა და საფეთქლებში.
· თავბრუხვევა და ზოგჯერ გონების დაკარგვა თავის მკვეთრი მოძრაობის დროს.
· სისუსტის და დაღლილობის შეგრძნება
· მჭიმავი ხასიათის ტკივილი გულის არეში.
კისრის ოსტეოქონდროზის დროს თავს იჩენს უსიამოვნო შეგრძნება ხელის არეში, რომელიც მხარს, წინამხარსა და თითებს გადაეცემა. არცთუ იშვიათად ტკივილს ხელის მინიმალური დატვირთვაც აძლიერებს. კისრის ოსტეოქონდროზის გართულებაა მხრის, იდაყვის, ლავიწის სახსრების ართროზი, რომელსაც თან სდევს მოძრაობის შეზღუდვა და ხელისა და მხრის ტკივილი მოძრაობისას. რაც შეეხება ოპერაციის სირთულეს, მის ხანგრძლივობას და რეაბილიტაციის პერიოდს, ინდივიდუალურია. გირჩევთ ინფორმაციისათვის მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს. ალტერნატიული აზრის მოსასმენად, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნეიროქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ პარასკევს.
ვიზიტისას სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
მიმდინარეობს უფასო კონსულტაციაზე წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა.მაქვს კისრის მალთა შუა თიაქარი მჭირდება ოპერაცია.ამჟამად არ ვიმყოფები საქართველოში.მაიში მინდა გავიკეთო და მაინტერესებს რამდენად რთული ოპერაციაა და რამდენხანში შევძლებ მუშაობას?
პასუხი: