მოგესალმებით,
სავარაუდოდ თქვენ გაქვთ არა გაუვალობა,არამედ ყაბზობა ,ანუ შეკრულობა ,რაც ნაწლავების დაყოვნებულ, გაძნელებულ ან არასრულ დაცლას გულისხმობს.
თქვენთვის დანიშნული მკურნალობის მიხედვით ,როგორც ჩანს ექიმმა დაგეგმა კუჭის პათოლოგიური ფლორის ,კერძოდ კი ჰელიკობაქტერიის ერადიკაცია ,ხოლო თანდართული შეკრულობის მიზეზად შესაძლოა დანიშნული მედიკამენტების გვერდითი ეფექტი ვივარაუდოთ .
არ არის გამორიცხული ,რომ სხვა მიზეზებთანაც გვქონდეს საქმე ,მაგრამ ამას დამატებითი კვლევების გარეშე ვერ დავადგენთ .
ამიტომ ,გირჩევთ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც დააზუსტებს ყველა აუცილებელ დეტალს და დაგინიშნავთ სათანადო მკურნალობას .
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: ვარ თვრამეტი წლის, ორი თვის წინ დამეწყო საკვების მიღების შემდეგ გულისრევის შეგრძნებები, რაც იძულებულს მხდიდა გამეთავისუფლებინა კუჭი. ამას დაერთო გულძმარვა და ბოყინი. გავიკეთე ფიბროგასტროსკოპია. დიაგნოზი- მწვავე ეროზიული გასტრიტი, კარდიას უკმარისობა მეორე ხარისხის. მკურნალობა დავიწყე გადასხმებით(3 გადასხმა).ორი კვირაა ვღებულობ წამლებს: სიმალგელი, დოპროკინი,მეზიმფორტე,ეზომეპრაზოლი,ამოქსიკლავი და მეტრონიდაზოლი. ვარ მკაცრ დიეტაზე. უცხიმო ხაჭოსა ან კეფირის მიღების შემდეგაც კი ისევ მაქვს ტკივილი მუცლის ზედა მხარეს და იგივე სიმპტომები,თან ერთვის თავის ტკივილი და მოთენთილობა, მომეხსნა მხოლოდ გულძმარვა.ამ ყველაფერს დაერთო გაუვალობა. რაც შეეხება ანალიზებს გაკეთებული მაქვს,სისხლის საერთო, განავლის(ჭიაზე), შარდის. პასუხები ნორმალურია. გთხოვთ მირჩიოთ ვის მივმართო, კიდევ რა გამოკვლევა ჩავიტარო რომ მკურნალობამ შედეგი გამოიღოს.
პასუხი: