გამარჯობა მარიამ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც გასინჯვით, პირველადად შეაფასებს მდგომარეობას და საჭირო კვლევების საფუძველზე დაგისვამთ დიაგნოზს. მუცლის ტკივილის იგნორირება არ შეიძლება, იგი შესაძლოა საკმაოდ სერიოზული პრობლემის მაუწყებელი იყოს. მნიშვნელოვანია ტკივილის ლოკალიზაცია და გავრცელება, მისი აღწერა მიზეზის დადგენას საკმაოდ აადვილებს, თუმცა ზოგჯერ ტიკივილი უჩვეულო გავრცელებისაა და დიაგნოზის დასმა რთულდება. გასათვალისწინებელია აგრეთვე თანმხლები ჩივილებიც: ტემპერატურის მომატება, ღებინება, ფაღარათი, შარდვის გახშირება ან შემცირება და ა.შ, მუცლის ტიკივის მიზეზი შეიძლება იყოს მწვავე აპენდიციტი, ნაწლავთა გაუვალობა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, მუცლის ლიმფური კვანძების ანთება,მუცლის ან გულმკერდის აორტის აშრევება, პერიტონიტი, საშარდე გზების ინფექცია და სხვა. დისტანციურად დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, მობრძანდით ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, მიმღებ-გადაუდებელ დეპარტამენტში, სადაც ჩაიტარებთ კვალიფიციური ექიმის კონსულტაციას და კლინიკო-ლაბორატორიულ გამოკვლევევბს.
კითხვა: სამშბათს დილოთ დამეწყო ღებინება მერე მთელი დღე თავბრუ მეხვეოდა და მუცლის ყრუ ტკივილი მქონდა და საღამოს სიცხე მომცა 38 მდე ოთხშაბათს სიცხე აღარ მქონია მაგღამ მუცელი ისევ მტკიოდა და გულმკერდის არეში მცირე ტკივილები მქონდა და სანშაბათიდან მოყოლებული ყაბზობა მაქვს და შებერილი მაქვს მუცელი.და ამ შემთხვევაში რა გავაკეთო.
პასუხი: