მოგესალმებით,
ოსტეოპოროზი ჩონჩხის სისტემური დაავადებაა, რომელსაც ძვლის სიმკვრივის შემცირება და სტრუქტურის შეცვლა ახასიათებს. ამ ცვლილებათა გამო ძვლის სიმყიფე იზრდება და, რაც მთავარია, საგრძნობლად იმატებს მოტეხილობის რისკი. ოსტეოპოროზის დროს მცირე ტრავმასაც კი შეიძლება მოტეხილობა მოჰყვეს.
ოსტეოპოროზის რისკფაქტორებად მიიჩნევა ევროპული და აზიური რასა, მემკვიდრეობა, ჰორმონული დარღვევები, კალციუმის, D ვიტამინის, ცილების დეფიციტი, ცხოვრების არასწორი წესი – ჰიპოდინამია, თამბაქოს წევა, ალკოჰოლიზმი, ასევე – დაავადებების მთელი წყება (ენდოკრინული, რევმატული, საჭმლის მომნელებელი სისტემის, თირკმლის დაავადებები და სხვა) და ზოგიერთი მედიკამენტი.
ამ დაავადების ერთ-ერთი კლასიკური გამოვლინებაა ხერხემლის მალების მოტეხილობა, რაც იწვევს ზურგის მწვავე ან ქრონიკულ ტკივილებს რაც უარყოფით გავლენას ახდენს ფილტვების ფუნქციაზე.
თქვენს მიერ აღნიშნულ „ ამოცვლა და გამაგრებაში“ სავარაუდოდ გულისხმობთ, ნუკლეოპლასტიკას, რომელიც გახლავთ მინიინვაზიური ანუ დახურული, უსისხლო ოპერაცია და გულისხმობს დისკოს ღრუში პულპის შევსებას სპეციალური ჟელეთი, რომელიც ხერხემალს მაამორტიზებელ ფუნქციას უნარჩუნებს. ნუკლეოპლასტიკა მხოლოდ მაშინ ტარდება, როცა დისკოს ფიბროზული რგოლი დარღვეული არ არის. მისი დარღვევა თიაქარს იწვევს, რაც ღია ოპერაციის ჩვენებად მიიჩნევა.
მალის დაზიანების მკურნალობის კლასიკური მეთოდია ღია ოპერაცია, რომლის დროსაც მალის სხეულს იღებენ და ხერხემალს ჭანჭიკებითა და ღეროებით აფიქსირებენ, ვერტებროპლასტიკის შედეგად კი, არც ერთი სახსარი არ იკეტება, ოპერაციის ჩატარება 1-დან 5-მდე მალაზეა შესაძლებელი.
12 საათის შემდეგ პაციენტი უკვე აქტიურია და არც რეაბილიტაციის პერიოდში, არც შემდგომ არავითარი აქტივობა არ ეზღუდება.
რაც შეეხება ღირებულებას, დისტანციურად რთულია პასუხის გაცემა, რადგან დამოკიდებულია ძალიან ბევრ ისეთ ნიუანსზე, რომელიც უშუალო ვიზიტისას უნდა გათვალისწინდეს.
ამიტომ, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ ნეიროქირურგთან უფასო კონსულტაციას, რომელიც მიმდინარეობს ყოველ პარასკევს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხებიც.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა. 50 წლის ქალბატონს აქვს ძვლების დაშლა. ტომოგრაფია გაიკეთა და უთხრეს დისკები გაქვს დაშლილიო. ვიცი რომ ამოცვლა და გამაგრება შეიძლება. მაინტერესებს რამდენად რთული ოპერაციაა და რა ჯდება.
პასუხი: