მშობიარობის შემდგომი ორსულობა

კითხვა: მშობიარობიდან მეოცე დღეს ურთიერთობის შედეგად შეილება დარჩე ორსულად?
პასუხი:

მოგესალმებით, 

მოგახსენებთ, რომ რაიმე კანონზომიერება ორსულობის შესაძლებლობის აღდგენისა კონკრეტულ ვადებში არ არსებობს.

ანუ, რა თქმა უნდა ცნობილია, რომ ლაქტაცია იწვევს ოვულაციის შეკავებას, მაგრამ, იმის თქმა, თუ ზუსტად რა დროს მოხდება პირველი ოვულაცია მშობიარობის შემდეგ, შეუძლებელია.

ეს ვადები ძალიან ინდივიდუალურია. ამას გარდა, ერთსა და იმავე ქალს სხვადასხვა ორსულობის შემთხვევაშიც ერთნაირი ვადები არ ექნება.

შეგიძლიათ მობრძანდეთ გინეკოლოგთან, ჩაიტაროთ ულტრაბგერითი გამოკვლევა, რათა დადასტურდეს ან გამოირიცხოს ორსულობა.

კლინიკის აქციის ფაგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ გინეკოლოგიური აქცია + ექოსკოპიური კვლევა,  მიჰყევით ბმულს: https://kirurgia.ge/article/31172/ginekologiuri-aqcia-110-laris-nacvlad-mkholod-40-larad

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე 577 05 99 00.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა