თავის ტკივილი

კითხვა: მოგესალმებით. ვარ 25 წლის. მაწუხებს ძლიერი თავისტკივილები და ხშირად გულის რევის შეგრძნება მაქვს. წამლები არ მიყუჩებს ტკივილს. ასევე მაწუხებს ბეჭები მაქვს წვა. და დილით ვიღვიძებ დაღლილი. ძირითადად ვსვავ ძლიერ წამლებს. ტორადოლი 2 ცალი უნდა დავლიო რომ ვიგრძნო გაყუჩება. მაინტერესებს რა ჯდება მაგნიტურ რეზონანსული გამოკვლევა თქვენს კლინიკაში.
პასუხი:

გამარჯობა! თქვენი ჩივილებიდან გამომდინარე სავარაუდოთ საქმე ეხება ხერხემლის პათოლოგიას, კერძოდ სქოლიოზს. გირჩევთ, მობრძანდეთ კლინიკაში და ჩაიტაროთ მთლიანი ხერხემლისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია, რომლის ღირებულება , აქციის ფარგლებში გახლავთ 270 ლარი. აღნიშნული აქცია, ძალაშია ყოველ ხუთშაბათს, შაბათს და კვირას წინასწარი ჩაწერით ნომერზე–577 119 119 ან 202 25 25. თუმცა, შემდგომში, კვლევის პასუხებიდან გამომდინარე , შესაძლოა საჭირო გახდეს სხვა სპეციალისტი ,რომელსაც შემოგთავაზებთ დამატებით. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა