მშობიარობის შემდგომი ამენორეა

კითხვა: გამარჯობათ. ჩემი პრობლემა მდგომარეობს შემდეგში : ვიმშობიარე 21 სექტემბერს, ციკლი დამეწყო 28 ნოემბერს, შემდეგი კი 17 დეკემბერს და უკვე თითქმის ორი თვე გავიდა და აღარ მომსვლია. ვერ ვხვდები რატომ შემიწყდა? ორსულობის ტესტი უკვე რადენჯერმე გავიკეთე მაგრამ უარყოფითია. ( ბავშვი მყავს მხოლოდ ბუნებრივ კვებაზე, თუ აქვს ამას რაიმე მნიშვნელობა ამ შემთხვევაში)
პასუხი:

ქალების უმრავლესობას მენსტრუალური პერიოდები აქვთ დაახლოებით 28 დღეში ერთხელ, მაგრამ ეს ციკლი ხშირად უფრო ხანმოკლეა, ან უფრო ხანგრძლივიც და მერყეობს 24-დან 35 დღემდე.
ზოგიერთ ქალს ყოველთვის არ აქვს რეგულარული მენსტრუალური ციკლი და მათი პერიოდები შეიძლება ხანმოკლე ან ხანგრძლივი იყოს ან მუდმივად იცვლებოდეს.
მენსტრუალური პერიოდების ცვლილება მრავალი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ძირითადი მიზეზებია:
–ორსულობა
–მშობიარობის შემდგომი ამენორეა
–სტრესი
–წონის უეცარი დაკლება
–ჭარბწონიანობა ან სიმსუქნე
–ზედმეტი ვარჯიში
–კონტრაცეფციული აბების მიღება
–მენოპაუზის ასაკის მიღწევა
–პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი.
მშობიარობის შემდეგ ხშირია სისხლიანი გამონადენი, რასაც ქალები არასწორად მიიჩნევენ მენსტრუაციის დაწყებად. აღნიშნული გამონადენი წარმოადგენს ლოქიებს, რომლებიც წარმოიქმნება საშვილოსნოს კედლიდან პლაცენტის აშრევების გამო. ლოქიები გაივლის 5-6 კვირის შემდეგ და არაა დაკავშირებული ბავშვის ძუძუთი კვებასთან. ძუძუთი კვების დროს ორგანიზმში გამოიყოფა ჰორმონი პროლაქტინი, რომელიც პასუხისმგებელია რძის გამოყოფაზე და ამასთან ხელს უშლის საკვერცხეებში ჰორმონების გამოყოფას, შედეგად კი არ ხდება ოვულაცია და მშობიარობის შემდეგ მენსტრუაციაც არ იწყება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მენსტრუალური ციკლის ნორმალიზაცია ბავშვის დაბადების შემდეგ დამოკიდებულია ლაქტაციის პროცესზე და ჰორმონების სეკრეციაზე. თუმცა ციკლის აღდგენასა და ლაქტაციას შორის 100%-იანი კავშირი არ არსებობს, ამიტომ მეძუძურ ქალსაც შეიძლება, საკმაოდ მალე აღუდგეს ციკლი.
მშობიარობის შემდეგ პირველი მენსტრუაციის დადგომა მიუთითებს მენსტრუალური ციკლის დაწყებაზე, თუმცა რა თქმა უნდა, ციკლის აღდგენა ყოველთვის მაშინვე არ ხდება ან აღდგენის შემდეგ შეიძლება მაინც იყოს არარეგულარული. თუ ეს პროცესი გახანგრძლივდა, საჭიროა მივმართოთ სპეციალისტს.
თქვენ შემთხვევაში, გირჩევთ მიმართოთ გინეკოლოგს, რომ უფრო ზუსტად მოხდეს თქვენი მდგომარეობის შეფასება.
შეგვიძლია შემოგთავაზოთ ჩვენი კლინიკის აქცია,რომლის ფარგლებშიც გინეკოლოგის კონსულტაცია არის უფასო და აქცია მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს. პაციენტების წინასწარი ჩაწერა ხდება ნომერზე – 577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა