გამარჯობა! მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში ტკივილი და დისკომფორტის შეგრძნება ყოველთვის არ უკავშირდება ნაღვლის ბუშტის პათოლოგიას. არსებობს მწვავე თუ ქრონიკულად მიმდინარე დაავადებათა მთელი წყება, რომლებიც მსგავსი სიმპტომატიკით მიმდინარეობს. მათ შორის, უწინარეს ყოვლისა, აღსანიშნავია კუჭისა და თორმეტგოჯას, მსხვილი ნაწლავის პათოლოგიები, პანკრეატიტი, ნერვკუნთოვანი დაავადებები.
ნაღვლის ბუშტის დაავადებათა დიაგნოსტიკაში ანამნეზის, ტკივილის ხასიათის, ლოკალიზაციის და ირადიაციის შესწავლის გარდა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება გამოკვლევის ლაბორატორიულ, რენტგენოლოგიურ და ინსტრუმენტულ მეთოდებს.ქირურგიის ეროვნული ცენტრი კი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით , რაც საშუალებას გვაძლევს სრულფასოვნად გამოვიკვლიოთ ნებისმიერი ორგანოთა სისტემა.თუმცა პირველ რიგში უმჯობესია ქირურგთან უფასო კონსულტაციაზე მობრძანდეთ,შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და დაგინიშნავთ სათანადო კვლევის სახეობას.
რაც შეეხება კუჭ–ნაწლავის დიაგნოსტირებას, ჩვენს კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში გასტროსკოპია ჩაგიტარდებათ 90 ლარად ,ასევე შედის გასტროენტეროლოგთან ვიზიტი და ქირურგთან .თუ ნაწლავის კვლევა გაინტერესებთ ამ შემთხვევაში შემოგთავაზებთ კოლონოსკოპიას ,რომელიც აქციით მხოლოდ150 ლარად შეგიძლიათ ჩაიტაროთ .გაივლით ქირურგის , გასტროენტეროლოგის ან პროქტოლოგის კონსულატაციას. დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკაშირდით ნომერზე– 577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით , გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: მინდა ნაღვლის ბუშტის და კუჭ-ნაწლავის კვლევა. აქციის ფარგლებში რა დაჯდება?
პასუხი: