ბუშტუკოვანი გამონაყარი

კითხვა: მეუღლეს კოჭთან აქ ქავილი წვრილი ბუშტუკები ჩნდება რამოდენიმე დღის მერე ქერქივით და ძვრება შემდეგ ისევ და ასე მეორდება დროდადრო
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, კანზე ბუშტუკოვან გამონაყარსა და წყლულებს უამრავი დერმატოლოგიური დაავადება აჩენს.
ბუშტუკოვანი გამონაყარი ახასიათებს დისჰიდროზულ ეგზემას, მარტივ ჰერპესს, ჰერპეს-ზოსტერს, ბულოზურ ეპიდერმოფიტიას (სოკოვანი დაავადებაა), წყლულები კი ჩნდება ვენების ვარიკოზული დაავადების, გუმოზური სიფილისის, მგლურას, ქრონიკული წყლულოვანი პიოდერმიის დროს.
კანის დაავადებებს სხვადასხვა ეგზოგენური და ენდოგენური ფაქტორი იწვევს, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს მიზეზი, ბუშტუკის განვითარების მექანიზმი ერთნაირია. წამყვან როლს ასრულებს ეპითელური უჯრედების წინასწარი დეგენერაციული დაზიანება.
ზოგჯერ ბუშტუკების შიგთავსი ხმება, ქერქად იქცევა და კვალს არ ტოვებს, მაგრამ თუ ბუშტუკი ეპიდერმისის ქვეშ არის და დაზიანებულია დერმის დვრილოვანი შრე, მაშინ ბუშტუკების ადგილას ჩნდება ნაწიბურები.
თუ თქვენს მეუღლეს აღნიშნული ბუშტუკები აქვს მხოლოდ კოჭთან, შესაძლებელია გამოწვეული იყოს წინდის მატერიასთან დაკავშირებული ალერგიით, ან მისი რეზინის მჭიდროობით.
დისტანციურად გამომწვევი მიზეზის დადგენა შეუძლებელია.
გირჩევთ, მიმართოთ დერმატოლოგს, რომელიც საჭირო ლაბორატორიული კვლევების შემდეგ, მოგახსენებთ გამომწვევი მიზეზისა და მკურნალობის შესახებ.
ამ ეტაპზე დერმატოლოგი არ გვყავს ცენტრში, ამიტომ სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა