მოზარდთა სკოლიოზი - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: ბატონო გაგა მყავს 11წლის ბიჭი, რომელსაც აქვს ტკივილი ხერხემლის სვეტის გასწვრივ უფრო მეტად მარჯვენა მხარეს. ავუღე ანალიზები კალცზე, რევმატიულ ფაქტორზე და კოაგულოგრამა, მაგრამ ყველაფერი ნორმაში აქვს , გავაკეთე ორთოპედის კონსულტაცია ერთი თვის წინ, მითხრა ნერვის დაჭიმულობა, გამომიწერა მუსკომედის მაზი შესაზელად, ნატეკალი -დ3,მიდოკალმი და ბენევრონი, მივაღებიე ეს წამლები, მაგრამ ტკივილი ისევ გრძელდება, ეხლა მივიყვანე ნევროლოგთან და მან მითხრა, რომ გავაკეთო ვერტებროლოგის კონსულტაცია. თქვენ რას მირჩევდით?
პასუხი:

მოგესალმებით,
ხერხემლის პათოლოგია, რომელიც 11-დან 18 წლამდე იჩენს თავს, მოზარდთა სკოლიოზად იხსენიება.
სკოლიოზი კი, ხერხემლის სვეტის გამრუდება, საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს კუნთოვანი მასის განვითარების სისუსტით. ხერხემლის სკოლიოზი ხშირად გვხვდება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ნერვული სისტემის შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური დაზიანებების დროს. სკოლიოზმა შეიძლება, გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება. ასევე, ასიმეტრიის ზრდა, ოსტეოქონდროზი, თიაქარი და ყველაზე არასასიამოვნო კოსმეტიკური დეფექტის – კუზის განვითარება.
გირჩევთ, ბავშვს ჩაუტაროთ მთლიანი ხერხემლისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია.
შემდეგ კი მიმართოთ მაღალკვალიფიციურ ნეიროქირურგსა და ნევროლოგს.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ჩვენ ვერ დაგეხმარებით.
გირჩევთ, მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, ან მიჰყვეთ მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა