მოგესალმებით,
ბავშვის ორგანიზმი გაცილებით უფრო მწვავედ რეაგირებს ჯანმრთელობის პრობლემებზე, ვიდრე ზრდასრული ადამიანი. ბავშვები აუცილებლად გამოხატავენ ამა თუ იმ რეაქციას გამღიზიანებელი ფაქტორების მიმართ.
მითუმეტეს ისეთ შემთხვევაში,როდესაც მას აწუხებს ყური,თუნდაც დისკომფორტის სახით.
ზოგადად დასახელებულ ასაკში გოგირდის საცობის წარმოქმნა იშვიათი შემთხვევაა, მაგრამ სმენის დაქვეითება შესაძლოა დაკავშირებული იყოს როგორც უშუალოდ ყურში არსებულ პათოლოგიასთან, ისე ზემო სასუნთქი გზების ინფექციებთან, თუმცა როგორც ზევით აღვნიშნეთ,ბავშვი ამასთან დაკავშირებით აუცილებლად გამოხატავდა შესაბამის რეაქციას, კერძოდ მაგალითად იტირებდა და შესაძლოა განუწყვეტლად.
აქედან გამომდინარე, თუ ბავშვი წყნარია და შეამჩნიეთ სმენის დაქვეითების ნიშნები,დროულად მიაკითხეთ სპეციალისტს.
თუმცა, ასევე სასწრაფოდ უნდა მიაკითხოთ ოტო-რინო-ლარინგოლოგს სხვა შემთხვევაშიც, მაგალითად სურდოთი ანუ ქრონიკული რინიტით,ან სხვა ანთებითი დაავადებების არსებობის დროს გამოწვეული გართულებებისას. მნიშვნელოვანია გამომწვევი მიზეზის დადგენა და მკურნალობის დროული დაწყება.
აუცილებელია ბავშვი გაასინჯოთ პედიატრს ან ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგს.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/25
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !