მოტეხილობა

კითხვა: გამარჯობა, ორი თვის წინ მოვიტეხე ფეხი, მქონდა ლატერალური გოჯის მოტეხილობა. დღის განმავლობაში სიარულის ან ფეხზე დგომის დროს კოჭთან მიშუპდება და ოდნავ მიხურს, დილით დამცხრალი მაქვს ხოლმე. მაინტერესებს საშიში ხომ არაა და რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენი წერილიდან არ ჩანს რა ტიპის მკურნალობა გაქვთ ჩატარებული .
როგორც წესი ,ასეთი მოტეხილობის დროს უმჯობესია ჩატარდეს ოპერაცია , თუმცა ზოგ შემთხვევაში ოპერაციის შიშით განპირობებული, პაციენტები მიმართავენ მოტეხილობის იმობილიზების სხვადასხვა ვარიანტს .
ცხადია , მეთოდს არჩევს ექიმი–სპეციალისტი ,თუმცა ჩარევის კვალიფიციურობიდან და მკურნალობის ტიპის არჩევანიდან გამომდინარე მიღებული შედეგიც განსხვავებული შეიძლება იყოს .
მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, გირჩევთ მობძანდეთ ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც ექიმი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ დამატებით კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს, დასვამს დიაგნოზს და შემოგთავაზებთ სათანადო მკურნალობას.
ტრავმატოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა