ლეგიონელას ბაქტერია

კითხვა: გამარჯობა 4 წლის წინ ზაფხულში გადავიტანე ფილტვების ანთება, რასაც კონდეციოენერს ვუკავშირებ. შემდგომ 1 წლის შემდეგ გაზაფხულზე გავცივდი და ასევე მქონდა განმეორებით. ზაფხულში კონდიციოენერს ვერიდები თუმცა პერიოდულად თავს იჩენს წამოხველება ზოგჯერ მცირე ნახველით. ფილტვები რამოდენიმეჯერ მოვასმენინე და ნორმალურად არის ყველაფერი. წავიკითხე ქ-ნი ელენეს სტატია კონდიციონერის და ლეგიონელას ბაქტერიის შესახებ მაინტერესებს: ორგანიზმში მოხვედერის შემდეგ რჩება თუ არა ცოცხალი ბაქტერია და არსებობს თუ არა რაიმე ტესტი/კვლევა მის გამოსავლენად. რას მირჩევდით? მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
ლეგიონელა არის გრამუარყოფითი ბაქტერია- ჩხირი, რომელსაც სულ მცირე 20 პათოგენური სახეობა და 70 სეროჯგუფი აქვს.
ვლინდება რესპირატორული სიმპტომებით, როგორიცაა ხველა (შეიძლება იყოს მშრალი) და სუნთქვის უკმარისობა, ცხელება, ჟრჟოლა (შემცივნება) და ტკივილი გულმკერდის არეში. სხვა შესაძლო სიმპტომებია თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი ან დიარეა.
დასკვნითი დიაგნოზი დგინდება დადებითი ლაბორატორიული ტესტის საფუძველზე.
ლეგიონელა მრავლდება უჯრედს შიგნით, მათ შორის მაკროფაგებშიც, რაც პარადოქსულად იცავს ბაქტერიებს გამრავლებისას.
რაც შეეხება ლაბორატორიულ კვლევას, დიახ ტარდება ლეგიონელას ანტიგენის განსაზღვრა, ძირითადად შარდის კვლევაა და ბაქტერიოლოგიურ კვლევას წარმოადგენს.
თანამედროვე კონდიციონერებისაგან ლეგიონელას გავრცელების შანსი მინიმუმამდეა დაყავნილი, თუ არ ჩართავთ მას მთელი დღის განმავლობაში, დახურულ სივრცეში და არ იქნებით მუდამ კონდიციონერთან.
გმადლობთ, რომ თვალს ადევნებთ ჩვენს სიახლეებს და გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა