ჰიპერტენზია

კითხვა: ვარ 48 წლის მაწუხებს მაღალი წნევები ციკლი შეწყვეტილი არ მაქვს რისი ბრალი იქნება და რა მივიღო?
პასუხი:

მოგესალმებით, 

არტერიულ ჰიპერტენზიის დროს,  ადგილი აქვს სისხლის წნევის მომატებას რამდენიმე ათეულით წნევის ნორმალური მაჩვენებლიდან. არტერიული წნევა ნორმის ფარგლებშია, თუ სისტოლური (ზედა, მაქსიმალური) წნევა არ აღემატება 119 მმ ვწყ სვ-ს, ხოლო დიასტოლური (ქვედა, მინიმალური) – 79 მმ ვწყ სვ-ს. თუ სისტოლური წნევა 120-139 მმ ვწყ სვ-ია, ხოლო დიასტოლური – 80-89 მმ ვწყ სვ, ეს პრეჰიპერტენზიაზე მიუთითებს, ხოლო თუ მაჩვენებლები 140-90 და უფრო მაღალია – არტერიულ ჰიპერტენზიაზე.

არტერიული ჰიპერტენზია წარმოადგენს გულის, თავის ტვინისა და თირკმლების სისხლძარღვოვანი დაავადებების განვითარების უმთავრეს რისკ–ფაქტორს

არტერიული ჰიპერტენზიის გამომწვევი მიზეზები უცნობია, თუმცა დადგენილია ის რისკ–ფაქტორები, რომელთა არსებობა ხელს უწყობს ამ დაავადების განვითარებას. ეს ფაქტორებია:

1. მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა;

2. ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა (ჰიპოდინამია);

3. სიმსუქნე;

4. სუფრის მარილის ჭარბი მოხმარება;

5. ჰიპერლიპიდემია (ლიპოპროტეინის ანომალური მატება);

6. ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;

7. თამბაქოს მოწევა. 

ასევე შესაძლოა ეს იყოს სიმპტომური ჰიპერტენზია, რომელიც არ წარმოადგენს დამოუკიდებელ დაავადებას და განიხილება, როგორც სხვა პათოლოგიების გამოვლინება.

დისტანციურად პრეპარატებზე მითითება, ჩვენი მხრიდან , არაა მიზანშეწონილი, ამიტომ  შემოგთავაზებთ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის სრულყოფილ გამოკვლევას, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას ! 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა