მომატებული ანტისხეულები

კითხვა: გამარჯობა.ძალიან მაინტერესებს და გთხოვთ მიპასუხოთ.რა იწვევს სისხლში ანტისხეულების მომატებას და როგორია მკურნალობის მეთოდი.გოგონა არის 24 წლის.ფარისებრ ჯირკვალზე ჩატარებულ ანალიზის მიხედვით სხვა ყველაფერი ნორმაშია.მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია. ანტისხეულები, იგივე იმუნოგლობულინები არიან დამცავი ცილები პლაზმაში. ისინი წარმოიქმნებიან ანტიგენებიდან. აგლუტინები ერთმანეთთან აკავშირებენ ბაქტერიებსა და ვირუსებს, ხოლო ლიზინები ანეიტრალებენ მათ, გარე მემბრანის დაშლის გზით.
ასევე წარმოიქმნებიან ლიმფოციტების მიერ, რათა ორგანიზმში მოხვედრილ უცხო ანტიგენებს გაუწიონ წინააღმდეგობა. ისინი ანეიტრალებენ ტოქსინებს.
ანალიზის ჩატარების ჩვენებაა გადიდებული ფარისებრი ჯირკვლის ან ჰორმონული გამოკვლევების საფუძველზე ფუნქციის სხვადასხვა დარღვევების აღმოჩენა.
ასევე, ანტისხეულები წარმოიქმნება იმუნური სისტემის მონაწილეობით აღმოცენებული ზოგიერთი სხვა დაავადების დროსაც, ერთ–ერთი ამ დაავადებათაგანია რევმატოიდული ართრიტი.
შესაძლებელია ანტისხეულების მომატება დაფიქსირდეს სრულიად ჯანმრთელი ფარისებრი ჯირკვლის ფონზე, ეს ნიშნავს მომავალში დაავადების განვითარების მაღალი რისკის არსებობას, ამიტომ ასეთ შემთხვევაში გარკვეული პერიოდულობით საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობის მონიტორინგი.
გირჩევთ, მიმართოთ მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეუძლია პაციენტს მობრძანდეს ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ენდოკრინოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ შაბათს, წინასწარი ჩაწერით, საკონტაქტო ნომერზე 577 05 99 00.
თუ გადაწყვეტს ვიზიტს, სასურველია პაციენტმა თან იქონიოს ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა