მოგესალმებით,
თქვენს მოერ აღწერილ მოვლენას ტინიტუსი ეწოდება და ის საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც წარმოადგენს ხმაურის სუბექტურ შეგრძნებას, რომელიც არ უკავშირდება გარე სამყაროს ობიექტურ ხმებს.
ვინაიდან სმენითი სისტემა ძალიან მგრძნობიარეა და ადვილად ზიანდება, ტინიტუსის მიზეზთა ნუსხა მრავალფეროვანია. ის მოიცავს სხვადასხვა სირთულის პრობლემათა მთელ სპექტრს, გოგირდის საცობითა თუ შუა ყურის რომელიმე პათოლოგიით დაწყებული, აკუსტიკური სიმსივნითა თუ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლით დამთავრებული .
ხმაურის გამოწვევა შეიძლება განაპირობოს შემდეგმა ფაქტორებმა:
• მაღალი ხმისგან გამოწვეული სმენის დაქვეითებამ
• ყურის ინფექციებმა
• გულისა და სისხლძარღვების დაავადებებმა
• მენიერის დაავადებამ
• ტვინის სიმსივნემ
• ჰორმონულმა ცვლილებებმა ქალებში
• ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებმა
ამიტომ შუილის მიზეზის დადგენა ხშირად ძნელია და არაერთი კვლევის ჩატარებას მოითხოვს.
როგორც აღნიშნავთ, გამოკვლევა-კონსულტაცია გავლილი გაქვთ ნევროლოგთან და ოტო-რინო-ლარინგოლოგთან და გამოირიცხა, როგორც სასმენი არხის, ისე ნევროლოგიური პათოლოგიები.
სასურველია, პრევენციის მიზნით მიბრძანდეთ კარდიოლოგთან, რომელიც გამოიკვლევს გულ-სისხლძარღვთა სისტემას და გამორიცხავს კარდიოლოგიურ პრობლემებსაც.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის სრულყოფილ გამოკვლევას 166 ლარის ნაცვლად 99 ლარად, რომელშიც შედის:
1. ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია;
2. ექოკარდიოგრაფია;
3. ელექტროკარდიოგრაფია;
4. გლუკოზის განსაზღვრა სისხლში;
5. ლიპიდური სპექტრი;
6. კრეატინინი.
აქცია ძალაშია ყოველ შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !