ტერფის ტკივილი - ტრავმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა ტერფიი მტკივაა ძალიანნ განსაკუთრებით მაშინ როცა ვადგავვ და ტკივილიი უფრო მწვავდება მაშინნ როცაა დავდივარრ, მაგრამ დასცემებულიც მაწუხებს ეს ტკივილი დამემართა სულ რაღავ 12 საათია და ნელნელა მგონი უფრო მწვავდება ტერფის შუა ნაწილიი მტკივაა და რისი ბრალია იქნებ დამეხმაროთ
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია, თუმცა შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
ტერფის ტკივილი, შეიძლება გამოიწვიოს ფეხსაცმელმა, რომელსაც აქვს ძალიან დაბალი ქუსლი, გარდა ამისა, ტკივილი შეიძლება განაპირობოს ფეხის გულში, ქუსლის არეში კანქვეშა ცხიმის განლევამ მოძრაობითი აქტიურობის მკვეთრი მატების შემთხვევაში, მეორე მიზეზია ფეხის გულის ფასციიტი (ფასციის ანთება).
ხშირად ასეთ მდგომარეობას განაპირობებს ბრტყელტერფიანობა.
გამომწვევ მიზეზებს შორისაა დაზიანება, დატვირთვა ან ანთებითი მდგომარეობა ძვალზე, იოგზე ან მყესზე.
ასევე, ტერფის არეში ტკივილს ხშირად იწვევს ქრონიკული ანთებითი რევმატული დაავადებები, მაგალითად, ბეხტერევის დაავადება, ფსორიაზული ართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, ასევე - პოდაგრა და ოსტეოპოროზი.
გირჩევთ, პირველ ეტაპზე, მობრძანდეთ ტრავმატოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც საჭირო კვლევების შემდეგ, დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
დამატებითი ინფორმაციისათვის და ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა