მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას, მიტრალური სარქვლის პროლაფსი ვითარდება, როცა გულის მარცხენა პარკუჭსა და წინაგულს შორის მდებარე სარქველი ბოლომდე არ იხურება.
ეს შესაძლოა არ იწვევდეს კლინიკურ პრობლემას, თუ სისხლის მხოლოდ მცირე რაოდენობა ადის წინაგულში. მიტრალური რეგურგიტაციის მძიმე შემთხვევები იწვევს სუნთქვის უკმარისობას, დაღლილობასა და თავბრუსხვევას.
მიტრალური სარქვლის პროლაფსის სიმპტომები განსხვავდება პაციენტებში. სიმპტომები ხშირად მსუბუქია და თანდათანობით ვითარდება. მაგალითად:
● სწრაფი, არარეგულარული გულისცემა– არითმია;
● თავბრუსხვევა, გულის წასვლის შეგრძნება;
● სუნთქვის გაძნელება, უკმარისობა, ხშირად დაწოლის ან ფიზიკური დატვირთვის დროს;
● დაღლილობა;
● ტკივილი გულმკერდის არეში;
● ინფექციური ენდოკარდიტი.
დისტანციურად, თუ რას შეიძლებოდა გამოეწვია არითმია თქვენს შემთხვევაში, პასუხის გაცემა შეუძლებელია.
შესაძლოა მიზეზი იყოს როგორც მიტრალური სარქვლის პათოლოგია, ისე გასტროენტეროლოგიური პათოლოგიები და ნევროზი.
პირველ რიგში სასურველია გამოირიცხოს კარდიოლოგიური პრობლემა, ამიტომ სასურველია მიმართოთ მკურნალ ექიმს.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, სადაც შემოგთავაზებთ გულ–სისხლძარღვთა სისტემის სრულყოფილ კვლევაზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad
ასევე გაცნობებთ, რომ აქციის ფარგლებში ნევროლოგთან კონსულტაცია უფასოა და ტარდება ყოველ პარასკევს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა. 4 წლის წინათ დამიდგინდა მიტრალური სარქვლის პროლაფსი.არ ვყოფილვარ ექიმთან კონტროლზე.ეხლა უახლოეს მომავალში ვაპირებ კარდიოლოგთან ვიზიტს.1 კვირაა დამეწყო არითმია.მაწუხებს კუჭი და შესაძლებელია კუჭის ბრალი იყოს არითმია? და რამდენად საშიშია პროლაფსი? (ნერვოზიც მაქვს) :)
პასუხი: