ანემია და ორსულობა

კითხვა: გამარჯობა, გავიკეთე სისხლის ანალიზი და აღმოჩნდა , რომ მაქვს ანემია,ვაპირებ გავიკეთო ინვიტრო განაყოფიერება და მაინტერესებს , შემიშლის თუ არა ხელს და შსაძლებელია თუ არა ამ დროს გაკეთება? და კიდევ მიზეზის გამოკვლევა და მკურნალობა თუ შდის საყოველთაო დაზღვევაში? დიდი მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
სისხლში ჰემოგლობინისა და/ან ერითროციტების რაოდენობის შემცირებას, რის გამოც ორგანოებსა და ქსოვილებს სათანადო რაოდენობის ჟანგბადი ვეღარ მიეწოდება ანემია ეწოდება.
განასხვავებენ რკინადეფიციტურ, ვიტამინ B12-დეფიციტურ, ფოლიუმის მჟავას დეფიციტით გამოწვეულ, ჰემოლიზურ,პოსტჰემორაგიულ, აპლაზიურ ანემიებს და სხვა.
მათ ბევრი საერთო კლინიკური ნიშანი აქვთ: სისუსტე, კანის სიმშრალე, გულის ფრიალი, ქოშინი, გულმკერდის ტკივილი, თავბრუსხვევა, მეხსიერების დაქვეითება, კიდურების გაცივება,თავის ტკივილი, თუმცა ხშირად დაავადება განსაზღვრულ ეტაპამდე უსიმპტომოდ მიმდინარეობს და შესაძლოა პროფილაქტიკურად ჩატარებული სისხლის საერთო ანალიზით გამოვლინდეს.
სავარაუდოდ, თქვენ დაგჭირდებათ კვალიფიციური სადიაგნოსტიკო და შემდეგ მიზანმიმართული,ეტიოტროპული თერაპია ,რაც შესაძლებელია ჩვენს კლინიკაში,სადაც გაგვაჩნია სისხლის დაავადებათა (ჰემატოლოგიის ) დეპარტამენტი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდია.
მრავალპროფილური კლინიკის ფარგლებში არსებული მძლავრი და მასშტაბური ჰემატოლოგიური დეპარტამენტი, თავისი მრავალრიცხოვანი და პროფესიული კადრით, პრაქტიკულად ექსკლუზიურია თავისი შესაძლებლობების მიხედვით.
რაც შეეხება ინვიტრო განაყოფიერებას, ამ შემთხვევაში რეკომენდაცია უნდა მოგცეთ მკურნალმა ექიმმა.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა