მიოპია, ფერადი ლინზები

კითხვა: გამარჯობა. ვარ 27 წლის წლების წინ შემექმნა პრობლემა მხედველობასთან ,გავხდი ახლომხედველი,გამოწერილი მქონდა სათვალე შესაბამისი ნომრით მაგრამ გარეთ არ ვატარებდი და ახლო რო ვიკეთებ კომფორტულად ვერ ვგრძნობ თავს ,მაინტერესებს ფერადი ლინზები თუ შეიძლება ვატარო ან სად შეიძლება შევიძინო ჩემთვის სასურველი ნომრის ფერადი ლინზა? გმადლობთ პასუხისთვის .
პასუხი:

მოგესალმებით,
ახლომხედველობა – მიოპია, მხედველობის ისეთი დეფექტია, რომლის დროსაც თვალს ზომაზე მეტი გარდამტეხი ძალა ან წინა-უკანა ღერძი აქვს და ამის გამო გამოსახულება ეცემა არა ბადურაზე (თვალის უკანა კედელზე), არამედ მის წინ. ამ დროს ადამიანი ახლო მანძილზე კარგად ხედავს, შორს კი ცუდად. დიახ, ეს არ არის მხოლოდ ოპტიკური დეფექტი. პროგრესირებადი მიოპია თვალის წინა-უკანა ღერძის ზრდას განაპირობებს, რაც თვალის სტრუქტურებში პათოლოგიური ცვლილებების განვითარებას უწყობს ხელს. ასეთი ცვლილებებია: მინისებური სხეულის დესტრუქცია, ცენტრალური და პერიფერიული ქორიორეტინული დისტროფიები, სისხლჩაქცევები, ბადურას ნახეთქები და ჩამოცლა, რამაც საბოლოოდ შესაძლოა სიბრმავემდეც კი მიგვიყვანოს.
რაც შეეხება ფერად ლინზებს, მათზე რეკომენდაციის მოცემა ოფთალმოლოგის პრეროგატივაა, რადგან შესარჩევია ტიპი ( მონოფოკალური, ბიოფოკალური ), ლინზის მასალა და ა.შ.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოფთალმოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც გაგიწევთ დახმარებას და პირველადი კვლევების შემდეგ დაგაკვალიანებთ.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა