კიდურების დაბუჟება

კითხვა: მოგესალმებით, რა პრეპარატის მიღება არის ეფექტური, სისხლის მიმოქცევის დარღვევისას? ავადმყოფს უბუჟდება ქვედა კიდურები, მუხლს ქვემოთ, თითების ჩათვლით. ღებულობს ცერებროვინს.
პასუხი:

მოგესალმებით!
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, შეგვიძლია მოგახსენოთ, ფეხების ან ოთხივე კიდურის ერთდროულად დაბუჟების შეგრძნება ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული სიმპტომია. პოზის შეცვლისას ჩხვლეტისა და ტკივილის შემაწუხებელი შეგრძნება მალევე გაივლის. თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც კიდურების დაბუჟება ძალზე შემაწუხებელია და დიდხანს გრძელდება. შესაძლოა, თან ახლდეს სხვა სიმპტომებიც, მაგალითად, ტკივილი, ქავილი, გრძნობის დაკარგვა, კუნთების სისუსტე. თუ დაბუჟება ძლიერდება მოძრაობის დროს, შეიძლება ეს ნერვის დაზიანების შედეგი იყოს.
თავის მხრივ, ნერვის დაზიანება შესაძლოა განაპირობოს ტრავმამ, განმეორებადმა მიკროტრავმამ, ბაქტერიულმა ან ვირუსულმა ინფექციამ, ტოქსიკურმა ფაქტორებმა, შაქრიანმა დიაბეტმა. ნერვის ასეთ დაზიანებას პერიფერიულ ნეიროპათიას უწოდებენ. სახელწოდება აღნიშნავს, რომ ნერვი ზიანდება არა თავის ან ზურგის ტვინის დონეზე, არამედ - უშუალოდ კიდურში.
გამომწვევი მიზეზი თქვენს შემთხვევაში შესაძლოა იყოს :
1.ნერვზე ზეწოლის სინდრომი;
2. დაზიანება-- ტრავმამ შესაძლოა ნერვზე ზეწოლა, მისი მიჭყლეტა თუ დაზიანება გამოიწვიოს. ამის მაგალითია ყველასათვის კარგად ნაცნობი ნერვის კომპრესია მალათაშუა დისკის თიაქარი ან მოტეხილობისას ძვლების ცდომის გამო.
თანდაყოლილი დაავადებებით გამოწვეული პერიფერიული ნეიროპათიის სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს, შეძენილი მიზეზების შემთხვევაში კი მდგომარეობის გასუმჯობესებლად მკურნალობენ გამომწვევი მიზეზების შესაბამისად.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და გაიაროთ ნევროლოგთან და ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც დაგინიშნავთ საჭირო კვლევებს და შეგირჩევთ მკურნალობის სწორ მიმართულებას. ნევროლოგთან უფასო კონსულტაციის დღე არის პარასკევი, ხოლო ანგიოლოგთან-ორშაბათი.
დამატებითი ინფორმაციისთვის და ჩასაწერად დარეკეთ : 577 119 119 ან 202 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა