ბულოზური კისტა

კითხვა: გამარჯობა, ჰაეროვანი კისტა 4/4 მმ დაფიქსირებულია ფილტვის აპიკალურ ნაწილში. მაინტერესებს შეიძლება თუ არა მაგნტიურ კომპიუტერულ ტომოგრაფიას გამორჩენოდა შედარებით პატარა კისტოვანი ნაწილები? მაინტერესებს ასევე შემიძლია თუ არა ვარჯიშის დაწყება და თვითმფრინავით მოგზაურობა. თუ შეგიძლიათ ყველა კითხვას უპასუხეთ. მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით! მოგახსენებთ , რომ ჰაეროვანი კისტის არსებობის შემთხვევაში ატმოსფერული წნევის სწრაფი ცვალებადობა საფრთხის შემცველია,შესაბამისად თვითმფრინავით ფრენა არაა მიზანშეწონილი. ასევე , იზღუდება ფიზიკური დატვირთვა, განსაკუთრებით სიმძიმის აწევა, ცხელი აბაზანა . ყველა , ზემოაღნიშნული განაპირობებს ჰაეროვანი კისტის  დაჭიმვას და  გახეთქვის საშიშროებას. როდესაც ვხმარობთ ტერმინს -ჰაეროვანი კისტა ,უმეტეს შემთხვევაში იგულისხმევა ბულოზური კისტა, რომლის კედელი თხელია, ამიტომ დატვირთვა არაა მიზანშეწონილი. ამ პათოლოგიის დადგენა ხდება კტ (კომპიუტერული ტომოგრაფიით) და მისი ვერ შემჩნევა  გამორიცხულია . ჩვეულებრივ რენტგენოგრამაზე  ასეთი კისტა არ ჩანს.  გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას ! 

გამოაგზავნეთ შეკითხვა