კითხვა: გამარჯობათ!ბავშვი ცხვირიდან ვერ სუნთქავს,ტომოგრაფია გადავიღეთ და პასუხში ასე წერია:ორმხრივ ჰაიმორში,სფენოიდურ და ეთმოიდურ წიაღებში ვლინდება ლორწოვანის მასიური მუკოიდური ტრანსფორმაცია პნევმატიზაციის მკვეთრი დაქვეითებით,გამოხატულია ორმხრივი ოტო_მასტოიდიტის კტ სურათი.... იქნებ ამიხსნათ ჩემთვის გასაგებ ენაზე,რას ნიშნავს ეს ყოველივე?მადლობა წინასწარ.
პასუხი:
მოგესალმებით,
მასტოიდიტი ეს არის შუა ყურში არსებული ანთება, რომელიც ძირითადად ბაქტერიული ინფექციიდან გამომდინარეობს.
მარტივი მასტოიდიტის დროს, მკურნალობა ხდება ანტიბიოტიკებით. უფრო რთულ შემთხვევაში კი ტარდება ქირურგიული ოპერაცია:
- შუა ყურის დრენირება – მირინგოტომია;
- ინფიცირებული მასტოიდური ძვლის ნაწილის ამოღება – მასტოიდექტომია.
აუცილებელია, მკურნალობა დაიწყოს დროულად. ამიტომ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგს.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ჩვენ ვერ დაგეხმარებით.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/bavshvta-asakis-daavadebebi/25
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!