მეტეორიზმი

კითხვა: მაწუხებს ყრუ ტკივილები მუცელში... მიგროვდება დიდ რაოდენობით გაზები.ვის მივმართო. ან რა წამლები მივიღო
პასუხი:

მოგესალმებით, მეტეორიზმი საკვების მონელების დარღვევის გამო, ნაწლავებში აირების დაგროვებაა, რაც ზოგჯერ ჯანმრთელ ადამიანებსაც აწუხებთ, თუმცა უმეტესად საჭმლის მომნელებელი სისტემის სერიოზული დაავადების სიმპტომს წარმოადგენს. მუცლის შებერილობას ხანმოკლე ტკივილი ახასიათებს. კვების დროს გადაყლაპული აირები ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმიდან, ბოყინის სახით, თავისით გამოიყოფა, რაც საკვების მიღების შემდეგ ნორმად ითვლება, მაგრამ აირების ჭარბი გადაყლაპვა, ანუ აეროფაგია ხშირ ბოყინს იწვევს. სწრაფი კვება, სითხის სწრაფად და დიდი ყლუპებით მიღება, ჭამის დროს საუბარი, საღეჭი რეზინის ღეჭვა, თამბაქოს წევა აეროფაგიას უწყობს ხელს. საკვების არასრული მონელების შედეგად ნაწლავებში წარმოქმნილი აირები მუცლის არეში დისკომფორტს იწვევს, განსაკუთრებით – მსხვილი ნაწლავის (კოლინჯის) ფიზიოლოგიური ნაკეცების გასწვრივ, ადამიანმა შესაძლოა იგრძნოს ყრუ ან მკვეთრი, მჭრელი ტკივილი მუცლის ზედა ან შუა ნაწილში. აირების ჭარბად წარმოქმნის მიზეზი შეიძლება იყოს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების ნაკლებობა - ასეთ დროს ნაწლავებში არასრულად მონელებული საკვები ხვდება და დუღილსა და ლპობას იწყებს; დისბაქტერიოზი ანუ დისბალანსი ნაწლავებში მობინადრე მიკროორგანიზმებს შორის,ხელს უწყობს ბაქტერიების მიერ აირთა შთანთქმის შეფერხებას, იწვევს მუცლის შებერილობას და შესაძლოა, თან ახლდეს ნაწლავებიდან აირების ინტენსიური და ხმაურიანი გამოყოფა, რაც უხერსულ მდგომარეობაში აგდებს ადამიანს. უჯრედისით, სახამებლითა და პექტინით მდიდარი საკვების მიღება, როგორიცაა პარკოსნები (ლობიო), ბროკოლი, კომბოსტო, ხილი, მარცვლეული (ხორბალი, სიმინდი), კარტოფილი ასევე უწყობს ხელს მეტეორიზმის განვითარებას. ნაწლავებში აირების სიჭარბე, მუცლის ტკივილი და დიარეა ფერმენტ ლაქტაზის დეფიციტმაც შეიძლება გამოიწვიოს, რომლის დროსაც რძისა და რძის ნაწარმის მონელება ვერ ხდება. მუცლის შებერილობა ზოგჯერ წყლულოვან დაავადებას, გასტრიტს, დუოდენიტს, ნაწლავების ანთებით დაავადებებს, ღვიძლისა და სანაღვლე გზების პათოლოგიებს, კუჭ-ნაწლავის ონკოლოგიურ დაავადებებს ახლავს თან. მუცლის შებერილობის კიდევ ერთი მიზეზია დისპეფსია( მუცლის არეში დისკომფორტი, მუცლის შებერილობა, სწრაფად დანაყრებისა და კუჭის სისავსის შეგრძნება), რომელიც შეიძლება შფოთვით და დეპრესიითაც იყოს გამოწვეული. დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ჩასატარებლად გასტროენტეროლოგს უნდა მიმართოთ, რომელიც სათანადო კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე დაგისვამთ დიაგნოზს და მკურნალობის კურსს დაგინიშნავთ.

მეტეორიზმის მკურნალობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სწორი კვება, რაციონიდან უნდა ამოიღოთ აირთა წარმოქმნის ხელშემწყობი საკვები - ცომეული, ტკბილეული, რძე, ახალი ხილი და ბოსტნეული, პარკოსნები - ბარდა, ლობიო. რძის ნაცვლად უმჯობესია მიირთვათ რძემჟავა პროდუქტები (ყველი, მაწონი, იოგურტი). გასტროენტეროლოგი დეტალურად შეგირჩევთ დიეტას. მეტეორიზმის სამკურნალოდ ძირითადად ფერმენტები და სიმეტიკონის შემცველი მედიკამენტები გამოიყენება, რასაკვირველია ექიმის მიერ დანიშნული, რადგან თვითმკურნალობამ არასწორად შერჩეული მედიკამენტებით , შესაძლოა გართულება გამოიწვიოს.
მომართეთ ჩვენი კლინიკის გასტროენტეროლოგს, ჩაიტარეთ მის მიერ დანიშნული კვლევები კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში და თავი დააღწიეთ მეტეორიზმის უხერხულ გამოვლინებებს.
აქციის ფარგლებში ჩასაწერად, გთხოვთ დარეკოთ ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა