მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. ანაფილაქსიური შოკი, ორგანიზმში ალერგენის განმეორებით მოხვედრის შემდეგ განვითარებული დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციაა. იგი განისაზღვრება, როგორც სერიოზული ალერგიული ან ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, რომელიც იწყება სწრაფად და შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.
ანაფილაქსიის დიაგნოზი ეფუძნება უპირველეს ყოვლისა კლინიკურ სიმპტომებს და ნიშნებს, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე.
ანაფილაქსიური რეაქციისთვის დამახასიათებელია:
● ცხვირის, პირის, კანისა და კუჭის გაღიზიანება, მაგალითად, გამონაყარი, დიარეა ან ჰიპერემია;
● სუნთქვის გაძნელება;
● დაბალი არტერიული წნევა, რომლის გამოც სავსებით შესაძლებელია ადამიანს წაუვიდეს გული, შეაწუხოს თავბრუსხვევამ ან თავი იჩინოს დაბნეულობამ;
● ენის, ტუჩის ან ყელის შეშუპება;
●ყლაპვის გაძნელება.
ძირითად ალერგენებს წარმოადგენენ:
● მცენარეების მტვერი;
● დანესტიანებულ ადგილებში განვითარებული ობი და შმორი (მიკროსკოპული სოკოები);
● ცხოველების ბეწვი;
● საყოფაცხოვრებო მტვერი;
● სხვადასხვა საკვები პროდუქტები (თხილი, არაქისი, ნიგოზი, თაფლი, შოკოლადი და ა.შ.)
თქვენს შემთხვევაში თუ რა იწვევს ალერგიას, ჩვენთვის ძნელი სათქმელია ,ცუდია , რომ ტოვებდით კლინიკას თუ დიაგნოსტიკა და გამოჯანმრთელების პროცესი არ იყო დასრულებული.
აუცილებლად უნდა მიიღოთ ექიმ-ალერგოლოგის კონსულტაცია და ჩაიტაროთ ალერგოლოგიული გამოკვლევა ჭეშმარიტი დიაგნოზის დასადგენად.
არსებობს აუტოიმუნური ალერგიული რეაქციები , რომელშიც მონაწილეობს ისეთი მნიშვნელოვანი ორგანო, როგორიცაა ელენთა და სწორედ ის მდებარეობს მარცხნივ, ნეკნთა რკალის ქვევით, მუცლის ღრუში.
გარდა ამისა საჭიროა თქვენი გამოკვლევა ჰელმინთების (ნაწლავური ჭიების ) არსებობაზე ,რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ალეგიული რეაქციების განვითარება.
თითოეულ ალერგიულ დაავადებას აქვს საკუთარი გამოკვლევის გეგმა. სწორი დიაგნოზის დასმა კი, შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსური გამოკვლევის შემდეგ და არა მხოლოდ ერთი ანალიზით.
მიჰყევით თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ალერგოლოგ ქალბატონ თინა მურადაშვილთან.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
ალერგოლოგთან აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა 2016 წელს სექტემბერში დილით ამტკივდა მარცხენა ნეკნის ძირში ძლიერად მტკიოდა ორჯერ გამოუძახე სასწრაფოს გამიკეთა ნოშპა და ნახშირი მომცა ორჯერვე მაგრამ არ გამიყუჩდა ეს ხდება დღე საღამოთი მქონდა ალერგია სულ გავწითლდი თავიდან ბოლომდე ქავილი ყურების თვალების და საერთოდ სულ ჯერ მამცივნებდა თან სულ საჭიროში მინდოდა მატყუებდა მუცლის ტკივილი მქონდა ძლიერი არა შემდეგ დამწყო ძაგძაგი და დავეცი ეს ყველაფერი ხდება ნახევარი საათი და სასწრაფომ გადამიყვანა გორმედში რეანიმაციაში მოვხვდი აპარატზე შემაერთეს 24 საათი გონება მქონდა გამოვეწერე ჩემით მითხრეს სავარაუდო ანაფილაქსიური შოკი კიდევ გამიმეორდა 2018 წელს ახლა მარტის 13 ში იგივე ტკივილები ოღონდ ახლა ღამე დამეწყო ტკივილი დილით 7 საათზე ალერგია იგივე ალერგია ოღონდ რომ დავინახე ისევ ვწითლდებოდი სასწრაფოს დავურეკე გადამიყვანა გორმედში საღამომდე ვიწექი სტაციონარში და ისევ ჩემით გამოვეწერე წნევა ორივეჯერ მივარდება დექსამეტაზონს მიკეთებენ და რაღაც წამლებს ახლა დამეწყო შემდეგ ყელში გადაკეტვები დექსამეტაზონს და სუპრასტინს ვიკეთებდი შემდეგ წავედი რესპუბლიკურში ალერგოლოქთან დამინიშნა ანალიზები და აღმომაჩნდა ც4 მაღალი წამლებიც დამინიშნა და გამგზავნაა ტვინზე გამოსაკვლევად მაგრამ ცუდი არაფერი მქონდა ენდოკრინოლოგთანაც და აგმომაჩნდა სიმსუქნის ინსულინი მაღალი და ვსვავ სიოპორმს 3 თვეა უკვე დიეტაზეც ვარ მხოლოდ მოხარშულებიო და იცი რატო გწერთ ამ ყველაფრს მითხრა ალერგიის ექიმმა რომ ეს ალერგია ორგანოდან მოდის რაღაც გაწუხებს და მაგიტომ გირთულდებაო იქნებ თქვენ იცოდეთ მარცხენა მხარეს ნეკნის ძირში რა ორგანოა და თუ შეიძლება მაგ ორგანომ ალერგია გამოიწვიოს?
პასუხი: