მოგესალმებით,ქალების უმრავლესობას მენსტრუალური პერიოდები აქვთ დაახლოებით 28 დღეში ერთხელ, მაგრამ ეს ციკლი ხშირად უფრო ხანმოკლეა, ან უფრო ხანგრძლივიც და მერყეობს 24-დან 35 დღემდე.
ზოგიერთ ქალს ყოველთვის არ აქვს რეგულარული მენსტრუალური ციკლი და მათი მენსტრუალური პერიოდები შეიძლება ხანმოკლე ან ხანგრძლივი იყოს, ეს ხანგრძლივობა შეიძლება მუდმივად იცვლებოდეს. თუ იცით, რომ ფეხმძიმედ არ ხართ, მაგრამ ციკლი გადაგიცდათ, ამის გამომწვევი ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს:
● სტრესი;
● ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა;
● გაციება;
● დიეტა;
● ჩასახვის საწინააღმდეგო აბები და სხვა წამლები;
● ჰორმონების დისბალანსი;
● ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა;
● ავიტამინოზი;
● ჭარბწონიანობა ან სიმსუქნე;
● პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი.
ზოგჯერ მენსტრუალური ციკლი ასევე შეიძლება შეწყდეს ხანგრძლივი სამედიცინო მდგომარეობების შედეგად, როგორებიცაა გულის დაავადებები, არაკონტროლირებადი დიაბეტი, ზედმეტად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი, ან საკვერცხის ნაადრევი განლევა. რამ გამოიწვია ეს თქვენს შემთხვევაში, დისტანციურად რომ გიპასუხოთ, ფიზიკურად შეუძლებელია. მიმართეთ ისევ თქვენს მკურნალ ექიმს, სთხოვეთ მარტივად და თქვენთვის გასაგებად აგიხსნათ სიტუაცია, გესაუბროთ მკურნალობის მიმდინარეობასა და რეკომენდაციებზე. მიჰყევით მის მიერ დაგეგმილ მკურნალობის ტაქტიკას. ალტერნატიული აზრის მოსასმენად, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ხუთშაბათსა და შაბათს. გაცნობებთ, რომ აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობატ მენსტურაცია გადამიცდა 10 დღე, ტესტი გავიკეთე, პასუხი უარყოფითია, გინეკოლოგთან ვიყავი ჩავიტარე გამოკვლევა, ექოსკოპია და ანალიზი ამიღო, გამომიწერა მხოლოდ რიგევიდონი და მითხრა არაფერია 12 დღე დალიეთ, და წამოგივა ციკლიცო, არ ამიხსნა რომ რისგან იყო ეს გამოწვეული, წინა თვეში მასტან მედიკამენტოზური გავიკეთე შეიზლება ეს იყო პრობლემა , გთხოვთ მოწეროთ ,
პასუხი: