მოგესალმებით,
კისრის ტკივილის პრობლემას თავისი ცხოვრების განმავლობაში ადამიანთა უმრავლესობა აწყდება. ყველაზე ხშირად კისრის ტკივილი წარმოიქმნება კუნთებში. კისრის კუნთები (ტრაპეციული კუნთი, ბეჭის ამწევი კუნთი, კიბისებრი კუნთი), გარდა იმისა, რომ ამოძრავებენ და იმაგრებენ თავს, ხელის მოძრაობაშიც იღებენ მონაწილეობას.
კისერი (კუნთები, იოგები) პაციენტს შეიძლება სტკიოდეს ერთსა და იმავე მდგომარეობაში დიდხანს ყოფნის შემდეგ (მჯდომარე სამუშაო), ან კისრის ტრავმის შოლტისებრი მექანიზმის შემდეგ. კისერში ტკივილის სიმპტომის გაჩენას ხელს უწყობს ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი, კისრის კუნთების დაჭიმულობა და გადატვირთვა და ა.შ.
კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი კი, სიმპტომების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც ხერხემლის ამ მონაკვეთის თავისებური ანატომიური აგებულების ბრალია. კისრის არეში გადის უამრავი სისხლძარღვი და ნერვი, რომლებიც კვებავს და აინერვირებს კისრის, თავის ქალას და სახის ქსოვილებს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტური შეფასების შემდეგ დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ მკურნალობას.
თუ კონსულტაციისას გამოიკვეთება მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით კვლევის საჭიროება, კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, თუ გსურთ იხილოთ ვრცლად, მიჰყევით ბმულს: https://kirurgia.ge/article/20575/uprecedento-aqcia--gtavazobt-tavis-tvinisa-da-kisris-malebis-magnitur-rezonansul-tomografias
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !