მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება - ტრავმატოლოგია

კითხვა: გამარჯობათ მაინტერესებს თუ მოქმედებს განვადება მენჯ-ბარძაყის ოპერაციაზე
პასუხი:

მოგესალმებით,
გირჩევთ პაციენტი მობრძანდეს ჩვენს კლინიკაში და გაიაროს ტრავმატოლგთან უფასო კონსულტაცია. სადაც ექიმი–სპეციალისტი, პაციენტთან ერთად გადაწყვეტს, ენდოპროტეზირების რომელი მეთოდი იქნება უპრიანი – ცემენტიანი თუ უცემენტო.
ცემენტიანი ენდოპროთეზი გამოიყენება, როცა ძვლის სიმტკიცე გაღარიბებულია, გასათვალისწინებელია შესაბამისად პაციენტის ასაკი, ოსტეოპოროზის, ართროზული ცვლილებების არსებობა, ტაბუხის ფოსოს სიმტკიცე და ა.შ.
უცემენტო ენდოპროთეზირება გამოიყენება, როცა ძვლის ძვლოვანი ქსოვილი გაღარიბებული არ არის და შესაძლებელია პროთეზის კომპონენტებთან ძვლოვანი ქსოვილის შეზრდა. უპირატესობა ენიჭება უცემენტო ტიპის ენდოპროთეზს შემდგომი ექპლუატაციის შედარებით ხანგრძლივი ვადებით და მობილობის უპირატესობით.
ყოველივე ამის დაზუსტების შემდეგ, ტრავმატოლოგი მენეჯერთან ერთად მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას, ოპერაციის მეთოდსა და ღირებულებაზე. ამავდროულად, გაგიმზადდებათ საჭირო დოკუმენტაცია, ფორმა 100 და კალკულაცია, რომლის საფუძველზეც, პაციენტის საცხოვრებელი ადგილის შესაბამისი რაიონული გამგეობა დააფინანსებს ოპერაციას. იმავდროულად , შესაძლებელი იქნება დამატებითი საკითხების დაზუსტება ფინანსურ ვალდებულებებთან დაკავშირებით .
ტრავმატოლოგთან უფასო ვიზიტი შესაძლებელია ხუთშაბათს ან შაბათს .
აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
დაფინანსების საკითხის გადაწყვეტის შემდეგ , ინფორმაცია გეცნობებათ სმს შეტყობინების სახით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა