მენჯ–ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება - ტრავმატოლოგია

კითხვა: მესაჭიროება მენჯ სახსრის პროტეზირება [ოპერაცია] მაინტერესებს ღირებულება ოპერაციის
პასუხი:

მოგესალმებით,
ენდოპროთეზირება მკურნალობის მაღალტექნოლოგიური მეთოდია, რომელიც დაზიანებული სახსრის თანამედროვე მასალით (იმპლანტით) ჩანაცვლებას გულისხმობს. თუმცა სახსრის იოგოვანი აპარატი შენარჩუნებულია და შესაბამისად, ის სრულყოფილად ფუნქციობს.
ენდოპროთეზირებისთვის ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ მსოფლიოში აღიარებული მაღალი ხარისხის თანამედროვე მასალას.
ენდოპროთეზი მრავალი სახეობის არსებობს და შედგება სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული რამოდენიმე კომპონენტისაგან.მასალებად გამოიყენება პოლიეთილენი, კერამიკა, ტიტანი და ა.შ., ამიტომ ფასებიც სხვადასხვაა.
სახსრის ფუნქციურ-ანატომიური მონაცემებიდან გამომდინარე, დაავადების ფორმისა და ხარისხის შესაბამისად, ექიმმა ინდივიდუალრად უნდა შეგირჩიოთ თქვენთვის შესაბამისი და ხელსაყრელი ენდოპროთეზის მოდელი.
ამიტომ, შემოგთავაზებთ, კლინიკის აქციის ფარგლებში, ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციას, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს.
ექიმი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და ფასებზეც თავად მოგახსენებთ.
ტრავმატოლოგის უფასო კონსულტაციის მისაღებად, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა