მენჯ–ბარძაყის სახსრის დისპლაზია

კითხვა: ვარ 20 წლის, მაგრამ ვიწონი 37 კილოგრამს. მაინტერესებს ეს ძირითადად ჩიყვის ბრალია თუ მენჯის განუვითარებლობის ( ორივე მდგომარეობაში ვიმყოფები)? და რითი გავუმკლავდე წონის ესეთ მდგომარეობას?
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, ტერმინი ჩიყვი კონკრეტულ დაავადებას არ გულისხმობს. ეს არის ფარისებრი ჯირკვლის - ენდოკრინული ორგანოს გადიდება.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, მოგახსენებთ, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს შესაძლოა გამოვლინდეს წონაში უმიზეზო კლება, რაც ყურადღების გარეშე არ უნდა დატოვოთ, აუცილებელია ამ თვალსაზრისით, კონსულტაცია გაიაროთ ენდიკრინოლოგთან.
რაც შეეხება, „მენჯის განუვითარებლობას“ , მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია გულისხმობს სახსრის კომპონენტების განუვითარებლობას, სახელდობრ, მათ უმწიფრობას ამოვარდნილობის გარეშე, რაც შემაერთებელი ქსოვილის განვითარების დარღვევისა და მისი სისუსტის შედეგია.
მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის, ქვეამოვარდნილობისა და ამოვარდნილობის კონსერვატიული მკურნალობა კომპლექსურია. გარდა სამკურნალო ფიზკულტურისა და მასაჟისა, რომელიც სპეციალისტმა უნდა გააკეთოს, ტარდება:
● ფიზიოპროცედურები, რაც გულისხმობს: ელექტროფორეზს, გავა-წელზე და მენჯ-ბარძაყის სახსარში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად; პარავერტებრული და დუნდულა კუნთების ელექტროსტიმულაციას;
● ბალნეოპროცედურები – თბილი შეფუთვა, პარაფინის და ოზოკერიტის აპლიკაციები;
● მედიკამენტური მკურნალობა – კალციუმისა და ფოსფორის პრეპარატების, პოლივიტამინების მიღება.
ჩვენს კლინიკაში კიდურების დაგრძელება, ქირურგიული ჩარევა, ხდება ელიზაროვის კომპრესიულ-დისტრაქციული აპარატით: ჩხირებით, ღეროებით, ჩხირებით და ღეროებით ერთდროულად. აპარატის არჩევა ხდება შეთანხმებით, ხოლო ენდოპროთეზირება მკურნალობის მაღალტექნოლოგიური მეთოდია, რომელიც დაზიანებული სახსრის თანამედროვე მასალით (იმპლანტით) ჩანაცვლებას გულისხმობს. თუმცა სახსრის იოგოვანი აპარატი შენარჩუნებულია და შესაბამისად, ის სრულყოფილად ფუნქციობს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, სადაც ობიექტური შეფასებისა და საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების შემდეგ, ჩვენი მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი, დაგეხმარებათ და მოგაწოდებთ ამომწურავ ინფორმაციას, თქვენთვის საინტერესო ყველა საკითხზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა