მოგესალმებით,
მენინგიომა წარმოადგენს ნელად ზრდად, უპირატესად არაავთვისებიან, ექსტრააქსიალური სიმსივნის სახეობას, რომელიც წარმოიქმნება ტვინის გარსებიდან. ეს არ არის წმინდა ნერვული სისტემიდან წარმოშობილი სიმსივნე, მაგრამ მიეკუთვნება ცნს (ცენტრალური ნერვული სისტემის) სიმსივნეებს, რადგან იგი ახდენს ტვინზე ზეწოლას ან მის შეკუმშვას.
იგი უპირატესად დაკავშირებულია მაგარი გარსის შიდა ზედაპირთან.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, დისტანციურად პასუხის გაცემა შეუძლებელია, რადგან არ ვიცით როგორია მისი ტოპოგრაფიული განლაგება ( ფალქსისდა პარასაგიტალური მენინგიომა, სფენოიდური, ყნოსვის ღარის და ა.შ) ავთვისებიანია, კეთილთვისებიანი თუ ატიპური.
ზოგადად, უსიმპტომო მენინგიომა, რომელიც ნელა იზრდება, ითხოვს დინამიკაში დაკვირვებას (observation) და არა ქირურგიულ ჩარევას. საჭიროა პერიოდულად ნეიროვიზუალური კვლევის ჩატარება და ექიმთან ვიზიტის განხორციელება.
აქტიური მკურნალობის რეჟიმი მიესადაგება იმ სიმსივნეებს, რომელიც სიმპტომებით მიმდინარეობს. იგი მოიცავს:
● ქირურგიას – ტოტალური რადიკალური ამოკვეთა შემდგომი პერიოდული დაკვირვებით ნეიროვიზუალიზაციის საშუალებით.
● რადიაციულ თერაპიას – ავთვიასებიან და ნაწილობრივ (სუბტოტალური) ამოკვეთილ ნაკლებადავთვისებიან სიმსივნეების დროს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც თქვენს მიერ ჩატარებული მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის პასუხის საფუძველზე, შეძლებს უფრო ამომწურავად გიპასუხოთ კითხვაზე და დაგინიშნოთ შესაბამისი მკურნალობა, თუ საჭირო იქნება ნეიროქირურგის ჩართვაც ვიზიტისას, მასთან ვიზიტიც აქციის ფარგლებში უფასოა.
ნევროლოგთან და ნეიროქირურგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხებიც.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა. თავის ტვინის კომპიუტერული გამოკვლევით დამიდგინდა მენინგიომა. მაინტერესებს რამდენად საჩქაროა ოპერაციის ჩატარება და ასევე რამდენად არის შანსი ოპერაციული ჩარევის გარეშე არსებობის. მადლობა წინასწარ გულისხმიერებისთვის
პასუხი: