მოგესალმებით,
წარბებისა და წამწამების ცვენა საკმაოდ სერიოზული სიმპტომებია და აუცილებლად საჭიროებს ყურადღებას. უნდა გამოიკვლიოთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, საჭიროა ვენერიული დაავადებების გამორიცხვაც.
თუ წამწამების ცვენა აღგენიშნებათ, ოფთალმოლოგთან უნდა გამოიკვლიოთ ხომ არ არის ეს დემოდეკოზი (პარაზიტული დაავადებაა) და საჭიროების შემთხვევაში დაინიშნოს ანტიპარაზიტული მკურნალობა.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფარისებრი ჯირკვლის სრულფასოვანი კვლევა, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-49-larad-
ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ ოფთალმოლოგთან უფასო კონსულტაციით, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ოთხშაბათსა და ხუთშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !