ანემია

კითხვა: მოგესალმებით.25 წლის ბიჭს ცხვირის კანი და ხელის თითები ჯერ ფერმკრთალი ქონდა,ახლა კი თითქოს ნაცრისფერი მოლურჯოსავით გადაჰკრავს.რა სახის გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეს ასეთ ვითარებაში? მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,რთულია დისტანციურად ზუსტად გიპასუხოთ, თუმცა ვფიქრობთ ,რომ სავარაუდოდ ანემიასთან გვაქვს საქმე.
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. ანემია ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა სიის თავშია. ანემიები, ეს არის დაავადებათა დიდი ჯგუფი, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც გამოწვევის მიზეზებით, ასევე პათოგენეზით და განსხვავებულ მკურნალობას საჭიროებს. განასხვავებენ რკინადეფიციტურ, ვიტამინ B12-დეფიციტურ, ფოლიუმის მჟავას დეფიციტით გამოწვეულ, ჰემოლიზურ, აპლაზიურ ანემიებს. კლინიკურ პრაქტიკაში ყველაზე ხშირად რკინადეფიციტური ანემია გვხვდება. სისხლი, რომელიც ჩვენს ორგანიზმში ცირკულირებს, პლაზმისა და სამი ტიპის უჯრედებისგან შედგება. ეს უჯრედებია ერითროციტები, ლეიკოციტები და თრომბოციტები.
სწორედ ერითროციტები აწვდიან ჟანგბადს მთელ ორგანიზმს, მის ქსოვილებსა და ორგანოებს. ჟანგბადით მდიდარ სისხლს შეუძლია, ორგანიზმი ენერგიით უზრუნველყოს და კანს ნორმალური, ჯანმრთელი ფერი მიანიჭოს. ჟანგბადის გადატანას კი ერითროციტები მასში არსებული პიგმენტის - ჰემოგლობინის მეშვეობით ახერხებენ. ანემია ისეთი პათოლოგიური მდგომარეობაა, როდესაც ორგანიზმში არ არის საკმაო ოდენობის ჰემოგლობინი და ერითროციტები, რის გამოც ქსოვილებს სათანადო ოდენობის ჟანგბადი ვეღარ მიეწოდება. ზოგიერთი ფაქტორი ზრდის ანემიის რისკს. მათგან აღსანიშნავია ერთფეროვანი, ვეგეტარიანული კვება, ხშირი ფაღარათით მიმდინარე ნაწლავთა დაავადებები, ქრონიკული ანთებითი დაავადებები, ანემიის ოჯახური ისტორია. რათა დროულად დაისვას ზუსტი დიაგნოზი, აუცილებელია მიმართოთ ექიმს. შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და თავდაპირველად გაიაროთ კონსულტაცია ჰემატოლოგთან . შემდგომში მისი გადაწყვეტილებით დაინიშნება სათანადო კვლევები, ამის შემდეგ კი აუცილებლად დაგეხმარებათ მაღალკვალიფიციური და დიდი გამოცდილების მქონე საექიმო გუნდი, დაგენიშნებათ აპრობირებული და გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა