მოგესალმებით,
პაპილომავირუსი წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის კიბოს მთავარ გამომწვევ მიზეზს, ვაქცინაცია კი, ამ ვირუსით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან დაცვის ეფექტიანი საშუალებაა
4-დან 14 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ამ ვაქცინაციის გაკეთება, არის დაცვა საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან უკვე მომავალში, იმ ძალიან მძიმე ტვირთის შემცირება, რომელიც არის დაკავშირებული საშვილოსნოს ყელის კიბოსთან, როგორც ადამიანებისთვის, მათი ოჯახებისთვის, ასევე ზოგადად საზოგადოებისთვის და ჯანდაცვის სისტემისათვის. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და უსაფრთხო ვაქცინა, რომელმაც წლების განმავლობაში მრავალი კვლევა გაიარა.
მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, "ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის პაციენტებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა მყავს 13 წლის გოგონა მაინტერესებს რამდენად შესაძლებელია პაპილომა ვირუსზე ავცრა ან სავალდებულოა თუ არა რისგან დაიცავს ეს აცრა?
პასუხი: