ხელოვნური კვება - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: გამარჯობა, ბავშვი არის 1წლის და 3თვის, არის ბუნებრივ კვებაზე და არ იღებს დამატებით არანაირ საკვებს, აგრეთვე არც წყალს. როცა ვცდილობთ რომ ვაჭამოთ, ეწყება ღებინება და ბჟირდება, ამ ყველაფერმა გემოგლობინის დავარდნა გამოიწვია და აქვს ჰემოგლობინი 38ტი. არის სულ მოწყენილი, ფერმკრთალი, აქვს მომატებული ძილიანობა. იქნებ მირჩიოთ რა ხერხს მივმართოთ, რომ ბავშვა მიიღოს როგორმე საკვები?
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, ბავშვები მრავალფეროვან საკვებს უფრო ადვილად იღებენ, ვიდრე ერთგვაროვანს.
შესაძლოა, ბავშვმა იმთავითვე არ მიიღოს ახალი საკვები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის სამუდამოდ ამოიღოთ ბავშვის რაციონიდან. მეტი მოთმინებაა საჭირო – შესაძლოა ხუთი, ათი ცდაც დაგჭირდეთ.
შერეულ ან ხელოვნურ კვებაზე გადაყვანა ნაწლავთა მოქმედების მხრივ დისკომფორტს იწვევს. ბავშვები ამაზე სხვადასხვანაირად რეაგირებენ. ამიტომ გირჩევთ, მიმართოთ პედიატრს, რომელიც დაგეხმარებათ, პატარას ბუნებრივი კვებიდან, ხელოვნურ კვებაზე გადაყვანაში და მოგცემთ საჭირო რეკომენდაციებს.

„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა